თბილისში მიწოდება 3 საათში
Nuxe Pink Fever თავის მოვლის ნაკრები
საახალწლო კოლექცია
Huile Prodigieuse Florale მშრალი ზეთი 50 მლ
Very Rose მიცელარული წყალი 100 მლ
Very Rose ტუჩის ბალმი 15 გ
რეკომენდირებულია ყველა ტიპის კანისთვის
ვეგანური
Huile Prodigieuse Florale მშრალი ზეთი - მრავალფუნქციური მშრალი ზეთი, რომელიც გამოიყენება სახის, სხეულისა და თმის მოვლისთვის. კვებავს და აღადგენს კანს და განიჭებთ დელიკატურ ყვავილოვან სურნელს, დამზადებულია ბუნებრივი წარმოშობის აქტიური ინგრედიენტებით, 7 ძვირფასი 100% მცენარეული ზეთით. აქვს მისი ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და ამცირებს სტრიების ხილვადობას. დელიკატური სურნელი, გრეიფრუტის, მაგნოლიისა და მუშკის ნოტები კანს ანიჭებს სასიამოვნო არომატს.
Very Rose მიცერალური წყალი - დამზადებულია 97% ბუნებრივი ინგრედიენტებით. ფორმულაში შემავალი ვარდის წყალი აშორებს კანს მაკიაჟს და ასუფთავებს მინარევებისგან. ატენიანებს, არბილებს და ანიჭებს ეპიდერმისს სიახლის შეგრძნებას. აქვს სასიამოვნოდ ნაზი ვარდის არომატი.
Very Rose ტუჩის ბალმი - აბრეშუმისებრი, მდნარი ტექსტურის მქონე ბალმი ატენიანებს და არბილებს ტუჩებს. ანიჭებს ელასტიურობასა და ვანილის არომატს. ფორმულაში შემავალი ვარდის ზეთი და შიის კარაქი ამშვიდებს და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, როგორიცაა ქარი და სიცივე. არ ტოვებს წებოვან შეგრძნებას. ასევე გამოიყენება როგორც პომადის საფუძველი.
Very Rose ტუჩის ბალმი - დაიტანეთ მშრალ ტუჩებზე . პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია, როგორც ღამის აღმდგენი ნიღაბი - ძალიან სქელი ფენა დაიტანეთ საღამოს და დაიტოვეთ ძილის დროს.
Huile Prodigieuse Florale მშრალი ზეთი - გამოიყენეთ დღეში ერთხელ სახეზე ან სხეულზე, ნაზად გადაინაწილეთ წრიული მოძრაობებით, ან საჭიროებისამებრ დაიტანეთ ზეთის რამდენიმე წვეთი თმის ბოლოებში. უფრო ინტენსიური ეფექტისთვის გამოიყენეთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
Very Rose მიცერალური წყალი - დაიტანეთ ბამბის დისკზე და ნაზად გაისუფთავეთ სახე. ჩამოიბანეთ წყლით. გამოიყენეთ ყოველ დილით და საღამოს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.