ვებსაიტი იყენებს cookie ფაილებს.  გამოყენების პირობები

კატეგორიები
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ყველა კატეგორია
ნაბერაული, რაჭული მწვანე, თეთრი მშრალი ღბინო, 2022 წ.ნაბერაული, რაჭული მწვანე, თეთრი მშრალი ღბინო, 2022 წ.
ნაბერაული, რაჭული მწვანე, თეთრი მშრალი ღბინო, 2022 წ.

უფასო მიწოდება

57.20

ნაბერაული, რაჭული მწვანე, თეთრი მშრალი ღბინო, 2022 წ.

ID: 4860116960034
ნაბერაული, რაჭული მწვანე, თეთრი მშრალი ღბინო, 2022 წ.  naberauli, rach'uli mtsvane, tetri mshrali ghbino, 2022 ts.
  • ნაბერაული, რაჭული მწვანე, თეთრი მშრალი ღბინო, 2022 წ.
     
  • ყურძნის ჯიში: რაჭული მწვანე.
     
  • ტექნოლოგია: ევროპული.
     
  • ალკოჰოლის შემცველობა: 12.5%.
     
  • ქვეყანა: საქართველო.
     
  • რეგიონი: რაჭა.
     
  • არომატი: თეთრი კენკროვანი ხილი.
     
  • გემო: კომპლექსური, ხანგრძლივი დაბოლოება.
     
  • ბოთლის ტიპი: შუშა.
     
  • ფერი: თეთრი.
     
  • წელი: 2022 წელი.
     
  • მოცულობა: 750 მლ.

57.20

უფასო მიწოდება3 სთ-ში

დახასიათება

უკიდურესად იშვიათი ძირძველი ვაზის ჯიში, რომელიც გადაშენების პირას იყო, აღორძინდა Naberauli Wines-ის მიერ. ღვინოს აქვს მსუბუქი, ელეგანტური სხეული, სუფთა მჟავიანობა და სასიამოვნო გემო

ბრენდის ისტორია

შპს „ნაბერაული ვაინსის“ ისტორია 2018 წლის შემოდგომიდან იწყება, მაშინ როდესაც რაჭაში, სოფელ სადმელში კომპანიის კუთვნილ ვენახებში რთველი გაიმართა. პირველი მოსავალი სხვა კომპანიის ქარხანაში დაიწურა და ღვინოდ ჩამოისხა. პირველი წლის მოსავალი მხოლოდ ხვანჭკარა იყო, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ტეროტორიაზე მხოლოდ ალექსანდროული და მუჯურეთული ვაზის ჯიშები იყო გაშენებული. შესანიშნავი ხვანჭკარას პირველი შემფასებლები მხოლოდ სანაცნობო წრე და ადგილობრივი მეღვინეები იყვნენ. სწორედ დადებითი შესაფებების შემდგომ გადაწყდა კომპანიის კუთვილი ქარხნის აშენება და მეტი ვენახის, შესაბამისად, მეტი ჯიშების გაშენება სადმელის ტერიტორიაზე. სწორედ რაჭის მთებში, მტრისაგან მალულად, ხელუხლებელ მიწებზე ბერებს ყურძენი მოჰყავდათ. ბერები მთელი ზაფხულის განმავლობაში ყურძნის უნიკალურ ჯიშებს თავს დასტრიალებდნენ, შემოდგომის რომელიმე მზიან და ოქროსფერ დღეს კი – კრეფდნენ და წურავდნენ. ამ ადგილას ბერების მარნების მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი, თავად ისტორია კი, დიდხანს იყო დავიწყებული. თუმცა, მიუხედავად ამისა, ადგილობრივების დახმარებით, რაჭული ღვინის დავიწყებული ამბავი კვლავ გაცოცხლდა; ღვინოს კი, მისი შემქმნელების პატივსაცემად ნაბერაული დაერქვა. გადმოცემის თანახმად, ჩვენი ისტორია მე-17-18 საუკუნეებიდან იწყება, მაშინ, როცა საქართველოს ბარი მტერს ებრძოდა; მთაში კი, ხელოვნების ნიმუშები და ქართველი კაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ვაზი გაიხიზნა. თითქოს, ქართველების წინაპრებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ სწორედ ღვინო იქნებოდა ის სავიზიტო ბარათი, რომლითაც მომავალში საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე წარსდგებოდა და თავს გააცნობდა. ნაბერაულის მისია, ქართული ღვინის მრავალფეროვნების, უნიკალური და უიშვიათესი ქართული ვაზის ჯიშების შენარჩუნება და განვითარებაა; ღვინის უნიკალური სახეობა - რაჭული მწვანე, ბრენდის ის მთავარი მახასიათებელია, რაც მას ქართული მეღვინეობის ბაზარზე სხვა მწარმოებლებისგან განასხვავებს. რაჭული უიშვიათესი ღვინის სახეობებიდან ქართველი და უცხოელი მომხმარებელი მხოლოდ ხვანჭკარას იცნობს. თუმცა, ამ რეგიონს ჭიქა ღვინით საქართველოსა და მსოფლიოსთვის ბევრი რამ აქვს სათქმელი. რაჭის მეღვინეობის მივიწყებული ადათ-წესების აღდგენითა და წარსულისა თუ ექსპერიმენტების მუდმივი ძიებით, „ნაბერაული“ ქმნის ნამდვილი რაჭული ღვინის განუმეორებელ გემოს. საინტერესო და გამორჩეული სტილის ეტიკეტებით კი ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შესახებ ყვება. „ნაბერაულის“ ბრენდის ქვეშ უიშვიათესი ჯიშებით ნამდვილი რაჭული ღვინოების ფართო ასორტიმენტი იკვრება, რომელიც ღირსეულ კონკურენციას უწევს საქართველოს სხვა კუთხეების ცნობილ ღვინოებს.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაციები

  • კატეგორიათეთრი ღვინო, ღვინო მცირე მარნებიდან
  • სახეობამშრალი
  • ფერითეთრი
  • ქვეყანა-რეგიონისაქართველიო, საქართველო-რაჭა
  • ბრენდინაბერაული
  • ყურძნის ჯიშირაჭული მწვანე
  • წელი2022
  • ტექნოლოგიაევროპული
  • ალკოჰოლის პროცენტი12.5%
  • მოცულობა750 მლ


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.