თბილისში მიწოდება 3 საათში
სურნელოვანი ჩხირები, Incense Sticks
Myga-ს თითოეული საკმეველი შექმნილია უნიკალური ბუნებრივი ექსტრაქტებითა და მწვანილებით, რომლებიც ბამბუკის ჯოხებზეა ხელით შემოხვეული.
შეფუთვაშია 15 სურნელოვანი ჩხირი, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იოგაში, მედიტაციაში ან ოთახის ბუნებრივ სურნელად. სურნელოვანი ჩხირი შეიძლება რამდენჯერმე აანთოთ იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ძლიერი არომატი გსურთ.
Cedar Positive Energy კედარი თავისი ხის სუნით არის ძალიან ძველი საკმევლის ინგრედიენტი, რომელიც გამოიყენებოდა თითქმის ყველა კულტურაში. ის ხელს უწყობს შებოჭილობისა და შიშის შემცირებას და ამაღლებს განწყობას მისი გამწმენდი თვისებების გამო. კედარის დაწვა სიხარულს, პოზიტიურ ენერგიას, სინათლეს და სიცხადეს შემოიტანს თქვენს სივრცეში.ვანილის თბილი და ტკბილი სურნელი იწვევს შემოქმედებითობას, გამბედაობას და სენსიტიურობას. ეს დაგეხმარებათ განავითაროთ თქვენი შემოქმედებითი ხედვა, რაც საშუალებას მოგცემთ დაინახოთ ობიექტები, იდეები და პრობლემა ახლებურად.
Amber-ს სასიამოვნო ხის და ბალზამის სუნი აქვს და გამოიყენება განწმენდისთვის, სამკურნალოდ, მედიტაციისთვის, ემოციური დაბალანსებისთვის და იღბლის გასაზრდელად.
Pine Calming The Mind ფიჭვის საკმეველს აქვს სასიამოვნო, ბალზამიან-ტყის, ცხარე სუნი და შემოაქვს ზამთრის ნოტები თქვენს სახლში. ფიჭვის სურნელი დაგეხმარებათ შფოთვის შემცირებაში და დეპრესიულ გრძნობებთან ბრძოლაში. ასევე ცნობილია, რომ ამშვიდებს გონებას და აუმჯობესებს დამამშვიდებელ შეგრძნებებს.
Myga არის საოჯახო ბიზნესი, რომელიც დაარსდა 2017 წელს კლაუდიასა და ჯორდან პრაისის მიერ. მათი მისიაა უზრუნველყოს მომხმარებლების გონებრივი, ფიზიკური და სულიერი კეთილდღეობა. ბრენდი დაარსების დღიდან ორიენტირებულია წარმოებაში გამოიყენოს ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის პროდუქცია, Myga პროდუქციის ასორტიმენტი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს ჯანსაღი ცხოვრების წესის გამოცდილებას, ისინი ფოკუსირებული არიან გარემოს მავნე ზემოქმედების შემცირებაზე, მათი პროდუქტის შეფუთვის 97% არაპლასტიკურია. ისინი ქმნიან პროდუქტებს მდგრადი მასალების გამოყენებით, როგორიცაა ბოჩკოვანი ძაფი, ორგანული ბამბა, გადამუშავებული პლასტმასი, ბამბუკი, ქაღალდი და კორპი. Myga-ს ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. იოგა მატების გარდა ისინი აწარმოებენ, საბავშვო იოგის აქსესუარებს, ტანსაცმელებს, იოგა სამკაულებს, ასევე გამდიდრებულია მედიტაციისთვის აუცილებელი აქსესუარებით, თანამშრომლობენ საქველმოქმედო ფონდებთან. 2020 წლის სექტემბერში Myga-მ კარი გაუღო სრულიად ახალ გამოწვევას, მათ გააფართოვეს უკვე არსებული ვეგანური კაფე, რომელსაც შეუერთდა კრისტალების მაღაზია ( Crystal Shop)- Elements by Myga. კრისტალებისა და წიგნების ფართო ასორტიმენტი ამავდროულად საშუალებას აძლევს მომხმარებლებს და თანამშრომლებს შეხვდნენ თანამოაზრე ადამიანებს, დაისვენონ და განიტვირთონ.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.