თბილისში მიწოდება 3 საათში
VetSolution, სამკურნალო მშრალი საკვები ძაღლებისთვის, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისთვის
შემადგენლობა, არომატი: ქათამი
საკვების წონა: 12 კგ
დიდი შეფუთვის შეძენისას 1 კილოგრამის ღირებულება შეადგენს 25.1 ლარს
სრული, დაბალანსებული საკვები მგრძნობიარე ძაღლებისთვის კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისა და სწორი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. შეიცავს SOD-ს (სუპერ ოქსიდის დისმუტაზას) ოქსიდაციური სტრესის თავიდან ასაცილებლად, XOS-ს (ქსილოოლიგოსაქარიდები) ნაწლავის მიკროფლორის შესანარჩუნებლად. გემრიელი არომატი კი მას ძაღლებისთვის უგემრიელეს საკვებად აქცევს.
• დაბალი ცხიმის შემცველობა: ოპტიმალური ცხიმის შემცველობა ამცირებს კუჭ-ნაწლავის სისტემის დატვირთვას და ხელს უწყობს ადვილ მონელებას
• ფუნქციური ინგრედიენტები: მდიდარია ალოე ვერას ექსტრაქტით, რომელიც ცნობილია ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტით
• სპეციალური ფორმულა მგრძნობიარე კუჭისთვის: შეიცავს სპეციფიკურ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ კუჭის კედლების დაცვას და ამცირებენ გაღიზიანების რისკს
• ხელოვნური დანამატების გარეშე: დამზადებულია საღებავებისა და ხელოვნური კონსერვანტების გარეშე, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივ და ჯანსაღ კვებას

მნიშვნელოვანია რომ ძაღლს ყოველთვის ჰქონდეს წვდომა სუფთა და ახლადგამოცვლილ წყალთან.
ქათმის დეჰიდრატირებული ხორცი (23%), ტაპიოკა, ცხოველური ცხიმი (იხვის ცხიმი), კარტოფილი, დეჰიდრატირებული სტაფილო, ცხოველის ცხიმი (ქათმის ზეთი) , ჭარხლის რბილობი, მშრალი ანანასი, ციტრუსის მშრალი რბილობი, დეჰიდრატირებული თევზი (ანჩოუსი) და სხვა.
Monge-ს საფუძველი იტალიაში, ბალდასარრ მონჟეს მიერ, 1963 წელს ჩაეყარა. იმ წლებში იტალია დიდ ცვლილებებს განიცდიდა. მილიონობით იტალიელი სოფლებიდან ქალაქებში გადავიდა საცხოვრებლად, რის შედეგადაც ოთხფეხა მეგობრები ოჯახის წევრები გახდნენ, რომლებიც სულ უფრო მეტ ზრუნვასა და ყურადღებას ითხოვდნენ. ბალდასარ მონჟემ გააცნობიერა, რომ ძაღლებისა და კატების კვების ცვლილება აუცილებელი იყო, რადგანაც მათი კვების მოთხოვნილებები ძალიან განსხვავდება ადამიანის კვების მოთხოვნილებებისგან. კომპანია წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა; ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ინოვაციებს, კვლევებსა და ხარისხს; ეხებოდა უცხოურ ბაზრებს და ნერგავდა პროდუქციის ახალ კონცეფციას იტალიაში.
კომპანიამ რეკორდი მოხსნა არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ ევროპაში. Monge-ს დიდი ოჯახი დღემდე განაგრძობს ოთხფეხა მეგობრებისთვის ხარისხიანი საკვების წარმოებას.

- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.