უფასო მიწოდება
მშრალი საკვები ზრდასრული კატებისთვის ქათმისა და ინდაურის ხორცით
სრული კვება 1-დან 10 წლამდე კატებისთვის. საკვებში შემავალი ომეგა-3 და ომეგა-6-ის ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალური თანაფარდობა აუმჯობესებს კანისა და ბეწვის ჯანმრთელობას.
სრული კვება 1-დან 10 წლამდე კატებისთვის. საკვებში შემავალი ომეგა-3 და ომეგა-6-ის ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალური თანაფარდობა აუმჯობესებს კანისა და ბეწვის ჯანმრთელობას. FOS და MOS კომპონენტები არეგულირებს ცხოველის ნაწლავის ბაქტერიული ფლორის ბალანსს და უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. მაგნიუმის დაბალი შემცველობა და ნეიტრალური Ph ხელს უწყობს საშარდე გზების პროფილაქტიკას. საკვები არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს და კონსერვანტებს.
მარცვლეული, ხორცი და ხორცის ქვეპროდუქტები (აქედან ახალი ქათმის მინ. 8%, ახალი ინდაურის მინ. 8%), ზეთები და ცხიმები (ორაგულის ზეთი 0.5%), ბოსტნეული, თევზი და თევზის ქვეპროდუქტები, მინერალები, საფუარი ( მანანოლიგოსაქარიდები (MOS)) 500 მგ/კგ), ფრუქტოოლიგოსაქარიდები (FOS) 500 მგ/კგ.
Monge-ს საფუძველი იტალიაში, ბალდასარრ მონჟეს მიერ, 1963 წელს ჩაეყარა. იმ წლებში იტალია დიდ ცვლილებებს განიცდიდა. მილიონობით იტალიელი სოფლებიდან ქალაქებში გადავიდა საცხოვრებლად, რის შედეგადაც ოთხფეხა მეგობრები ოჯახის წევრები გახდნენ, რომლებიც სულ უფრო მეტ ზრუნვასა და ყურადღებას ითხოვდნენ. ბალდასარ მონჟემ გააცნობიერა, რომ ძაღლებისა და კატების კვების ცვლილება აუცილებელი იყო, რადგანაც მათი კვების მოთხოვნილებები ძალიან განსხვავდება ადამიანის კვების მოთხოვნილებებისგან. კომპანია წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა; ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ინოვაციებს, კვლევებსა და ხარისხს; ეხებოდა უცხოურ ბაზრებს და ნერგავდა პროდუქციის ახალ კონცეფციას იტალიაში. კომპანიამ რეკორდი მოხსნა არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ ევროპაში. Monge-ს დიდი ოჯახი დღემდე განაგრძობს ოთხფეხა მეგობრებისთვის ხარისხიანი საკვების წარმოებას.