თბილისში მიწოდება 3 საათში
სახის კრემი მკვებავი ვიტამინების მაღალი შემცველობით, რომელიც ხელს უწყობს კანზე ჭორფლის, აკნეს შემდგომი და პიგმენტური ლაქების შემცირებას. შეიცავს 8% ვიტამინ C-ს რომელიც კანს აძლევს გლუვ და ერთგვაროვან სტრუქტურას და უფრო ნათელ იერს. რეკომენდებულია ჭორფლიანი, აკნეს შემდგომი და პიგმენტური ლაქების მქონე მშრალი კანისთვის.
კანის მოვლის რუტინის ბოლოს, სახის გაწმენდის შემდეგ, წაისვით პროდუქტის შესაბამისი რაოდენობა და ნაზად შეიზილეთ კანში სრულ შეწოვამდე. კრემის გამოყენება შეიძლება, როგორც ლოკალურად, ასევე მთლიან სახეზე. დღისით კრემის გამოყენებისას აუცილებლად დაიტანეთ მზის დამცავი საშუალება.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.