კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
მილდიანი, ქისი ქვევრი, თეთრი მშრალი ღვინო, 2015 წ.მილდიანი, ქისი ქვევრი, თეთრი მშრალი ღვინო, 2015 წ.
მილდიანი, ქისი ქვევრი, თეთრი მშრალი ღვინო, 2015 წ.

თბილისში მიწოდება 3 საათში

33.40
მილდიანი, ქისი ქვევრი, თეთრი მშრალი ღვინო, 2015 წ.  mildiani, qisi qvevri, tetri mshrali ghvino, 2015 ts. - ვარიაცია 1 მილდიანი, ქისი ქვევრი, თეთრი მშრალი ღვინო, 2015 წ.  mildiani, qisi qvevri, tetri mshrali ghvino, 2015 ts. - ვარიაცია 1

მილდიანი, ქისი ქვევრი, თეთრი მშრალი ღვინო, 2015 წ.

ID: 4860006705400

•თეთრი მშრალი ღვინო.

•ყურძნის ჯიში: ქისი.

•ტექნოლოგია: ქვევრი.

•ალკოჰოლის შემცველობა: 12.5%.

•ქვეყანა: საქართველო.

•რეგიონი: კახეთი.

•არომატი: ატამი, ჭერმის რბილი ტონები.

•გემო: სრული, განვითარებული, გამყოლი.

•ბოთლის მასალა: შუშა.

•ფერი: თეთრი.

•წელი: ვინტაჟი 2015.

•მოცულობა: 750 მლ.

33.40

თბილისში მიწოდება 3 საათში
ID: 4860006705400

დახასიათება

მილდიანის თეთრი მშრალი ღვინო ყურძენ ქისისგანაა დაყენებული კახეთში და ტრადიციულადაა ფერმენტირებული და დაძველებული ქვევრში. სასმელს დახვეწილი, კარგად განვითარებული, ატმის, ქისისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი ამშვენებს. ღვინოს სრული, გამყოლი, საშუალოდ მჟავიანი გემო აქვს. ძალიან უხდება ხორცეულსა და ქართულ ტრადიციულ ცომეულს. სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურა 13-16 გრადუსია.

ბრენდის ისტორია

„საოჯახო მეღვინეობა მილდიანის“ ისტორია 1991 წელს იწყება, როდესაც ენთუზიაზმითა და მეღვინეობისადმი სიყვარულით სავსე ოთხი ძმა აფუძნებს კომპანიას, რომელიც მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა დღემდე იზრდება და ვითარდება. ყველაფერი მეღვინეობისადმი განსაკუთრებული სიყვარულით დაიწყო. პირველ ხანებში, ქვეყანაში არსებული ღვინის მარაგების შესყიდვა და ექსპორტი ხდებოდა, რაც მცხეთაში ღვინის ჩამოსასხელი საკუთარი საწარმოს აშენების წინაპირობა გახდა. სულ მალე იქვე აშენდა კერამიკის საამქრო, სადაც მრავაფლეროვანი კერამიკული ღვინის ბოთლები მზადდებოდა. ამ საამქროს მიერ გამოშვებული თიხის ბოთლები, რომლებშიც კომერციალიზაციის მიზნით ღვინო ჩაისხა, პირველი პრეცენდენტი იყო პოსტსაბჭოთა საქართველოში. რამდენიმე წელში, მიზანმიმართული და დაუღალავი შრომის შედეგად, საკუთარი ღვინის საწარმოს მშენებლობასაც ჩაეყარა საფუძველი, რომელიც უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარებით აღიჭურვა. ეს საწარმო კახეთში, მეღვინეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ზონაში - წინანდალში მდებარეობს. აქ იწარმოება უმაღლესი ხარისხის ღვინოები და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სასმელები, რომელთაც უამრავი საერთაშორისო ჯილდო და მედალი აქვთ მიღებული წლების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა მილდიანის 2002 წლის მოსავლის საფერავი, პირველი ქართული ღვინო იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც 2004 წელს პარიზში, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე _ ,,Vinalies Internationales” ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. კომპანია მილდიანი მეღვინეობის სხვადასხვა ზონებში საკუთარ ვენახებს ფლობს და სრულად აკონტროლებს ხარისხს პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაციები

  • კატეგორიათეთრი ღვინო
  • სახეობამშრალი
  • ფერითეთრი
  • ქვეყანა-რეგიონისაქართველო-კახეთი, საქართველო
  • ბრენდიმილდიანი
  • ყურძნის ჯიშიქისი
  • წელი2015
  • ტექნოლოგიაქვევრი
  • ალკოჰოლის პროცენტი12.5%
  • მოცულობა750 მლ


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.