უფასო მიწოდება
•წითელი ნახევრადტკბილი ღვინო.
•ყურძნის ჯიში: საფერავი.
•ტექნოლოგია: ქვევრი.
•ალკოჰოლის შემცველობა: 12%.
•ქვეყანა: საქართველო.
•რეგიონი: კახეთი.
•არომატი: მწიფე წითელი ხილი, მცენარეული, მაყვალი, ჟოლო, ხენდრო.
•გემო: ცოცხალი, ენერგიული, ბუნებრივი სიტკბო.
•ბოთლის მასალა: შუშა.
•ფერი: წითელი.
•წელი: ვინტაჟი 2020.
•მოცულობა: 5 ლ.
მილდიანის წითელი ნახევრადტკბილი ღვინო საფერავისგანაა დაყენებული კახეთში და ტრადიციულადაა ფერმენტირებული ქვევრში. სასმელს ინტენსიური შინდისფერი შეფერილობა, მწიფე წითელი ხილის, მრავალფეროვანი კენკრის, მცენარეული არომატი და ცოცხალი, ენერგიული, ბუნებრივად მოტკბო გემო აქვს. ძალიან უხდება მსუბუქად შემწვარ წითელი ხორცის სტეიკსა და ყველს. სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურა 12-14 გრადუსია.
„საოჯახო მეღვინეობა მილდიანის“ ისტორია 1991 წელს იწყება, როდესაც ენთუზიაზმითა და მეღვინეობისადმი სიყვარულით სავსე ოთხი ძმა აფუძნებს კომპანიას, რომელიც მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა დღემდე იზრდება და ვითარდება. ყველაფერი მეღვინეობისადმი განსაკუთრებული სიყვარულით დაიწყო. პირველ ხანებში, ქვეყანაში არსებული ღვინის მარაგების შესყიდვა და ექსპორტი ხდებოდა, რაც მცხეთაში ღვინის ჩამოსასხელი საკუთარი საწარმოს აშენების წინაპირობა გახდა. სულ მალე იქვე აშენდა კერამიკის საამქრო, სადაც მრავაფლეროვანი კერამიკული ღვინის ბოთლები მზადდებოდა. ამ საამქროს მიერ გამოშვებული თიხის ბოთლები, რომლებშიც კომერციალიზაციის მიზნით ღვინო ჩაისხა, პირველი პრეცენდენტი იყო პოსტსაბჭოთა საქართველოში. რამდენიმე წელში, მიზანმიმართული და დაუღალავი შრომის შედეგად, საკუთარი ღვინის საწარმოს მშენებლობასაც ჩაეყარა საფუძველი, რომელიც უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარებით აღიჭურვა. ეს საწარმო კახეთში, მეღვინეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ზონაში - წინანდალში მდებარეობს. აქ იწარმოება უმაღლესი ხარისხის ღვინოები და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სასმელები, რომელთაც უამრავი საერთაშორისო ჯილდო და მედალი აქვთ მიღებული წლების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა მილდიანის 2002 წლის მოსავლის საფერავი, პირველი ქართული ღვინო იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც 2004 წელს პარიზში, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე _ ,,Vinalies Internationales” ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. კომპანია მილდიანი მეღვინეობის სხვადასხვა ზონებში საკუთარ ვენახებს ფლობს და სრულად აკონტროლებს ხარისხს პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.