უფასო მიწოდება
Melvita Argan Bio Active სახის მოვლის ნაკრები
სახის ასაკსაწინააღმდეგო შრატი 30 მლ
ღამის აღმდგენი ბალმი 50 მლ
Lifting Firming დღის კრემი 50 მლ
Corrective თვალის ასაკსაწინააღმდეგო კრემი 15 მლ
რეკომენდირებულია ყველა ტიპის კანისთვის
Cruelty Free
მელვიტას სასაჩუქრე ნაკრებში აღმოაჩენთ სახის მოვლის სრულ რუტნას.
სახის ასაკსაწინააღმდეგო შრატი უზრუნველყოფს ლიფტინგის ეფექტს, ეფექტურად ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს. მისი უნიკალური ფორმულა შეიცავს ძლიერ ბუნებრივ აქტიურ ინგრედიენტებს, როგორიცაა: ორგანული და ფერმენტირებული არგანის ზეთი, ფერმენტირებული ჟოლოს ექსტრაქტი. აძლიერებს ეპიდერმისის ბარიერს და ხელს უწყობს ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავებას. აუმჯობესებს ეპიდერმისის სტრუქტურას და ანიჭებს მას ბზინვარებას, ჯანსაღ იერს. ორგანული არგანის ზეთი, რომელიც მდიდარია ომეგა 6 და 9 ცხიმოვანი მჟავებით, კვებავს, ამშვიდებს კანის მიკრორელეფს და ამცირებს დაბერების ნიშნებს. შრატი იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის. არ შეიცავს პარაბენებს, სილიკონებს. გააჩნია მსუბუქი ტექსტურა, რომელიც სწრაფად შეიწოვება.
ღამის აღმდგენი ბალმი აქვს აღმდგენი ეფექტი, ასტიმულირებს კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესს. მისი უნიკალური ფორმულა შეიცავს ფერმენტირებულ არგანის ზეთს და არგანის ფოთლის ექსტრაქტს, რომლებიც ხელს უწყობენ კანის სიმკვრივეს, სიგლუვესა და ბზინვარებას. უზრუნველყოფს ეპიდერმის ელასტიურობასა და ჯანსაღ იერს.
Lifting Firming დღის კრემი აუმჯობესებს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას. გააჩნია ლიფტინგის ეფექტი, აძლიერებს კოლაგენის გამომუშავებას და ეფექტურად ამცირებს ნაოჭებს, წვრილ ხაზებს. ფორმულაში შემავალი ფერმენტირებული არგანის ზეთი, რომელიც მდიდარია ომეგა 6 და 9 ცხიმოვანი მჟავებით, ღრმად კვებავს და ამშვიდებს ეპიდერმისს.
Corrective თვალის კრემი ამცირებს დაღლილობის ნიშნებს, წვრილ ხაზებსა და მუქ წრეებსა თვალების გარშემო. ფორმულაში შემავალი აქტიური ინგრედიენტები, ფერმენტირებული არგანის ზეთი, სიმინდის ყვავილოვანი წყალი აძლიერებს კანის ბარიერს და იცავს ბუნებრივ კოლაგენს, რაც აუმჯობესებს ეპიდერმისის ტექსტურას. სიმინდის ყვავილის წყალი ცნობილია თავისი დამამშვიდებელი ეფექტით, რომელიც უზრუნველყოფს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
სახის ასაკსაწინააღმდეგო შრატი დაიტანეთ ხელისგულებზე, გაათბეთ და შემდგომ სუფთა სახის კანზე გადაინაწილეთ.
ღამის აღმდგენი ბალმი გამოიყენეთ საღამოს Argan Bio-Active შრატის შემდეგ. დაიტანეთ სახის კანზე, ნაზად გადაინაწილეთ.
Lifting Firming სახის კრემი დაიტანეთ სუფთა კანზე, თანაბრად გადაინაწილეთ სახეზეზე.
Corrective თვალის ასაკსაწინააღმდეგო კრემი დაიტანეთ თვალის კონტურის გარშემო და ნაზად გადაინაწილეთ კანზე.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.