თბილისში მიწოდება 3 საათში
•შოტლანდიური ერთალაოიანი ვისკი.
•ტექნოლოგია: სამმაგი დისტილაცია.
•ალკოჰოლის შემცველობა: 40%.
•ქვეყანა: შოტლანდია.
•რეგიონი: ლოულენდი.
•არომატი: ყვავილოვანი, მუსკატი, ჯანჯაფილი, მანდარინი.
•გემო: ნათელი, გამაგრილებელი, ტკბილი.
•ბოთლის ტიპი: შუშა.
•ფერი: ქარვისფერი.
•დაძველება: 3-5-წლიანი.
•მოცულობა: 700 მლ.
McClelland's Lowland გახლავთ შოტლანდიური ერთალაოიანი ვისკი, რომელიც დისტილირებულია სამჯერ, მეტად მსუბუქი და ნაზი გემოს მისაღებად. სასმელი შეფერილია ულამაზესი ქარვისფერით. გემო არის სუფთა, გამაგრილებელი, მხიარული, ტკბილი და რბილი, ციტრუსის, ვარდისა და ლავანდის დახვეწილი ელფერით. დასრულება გრძელია და ოდნავ ცხიმიანი. არომატში ვისკის მდიდარი ყვავილოვანი ნოტები ერწყმის მუსკატსა და ჯანჯაფილთან ერთად, ასევე, დაჰკრავს მანდარინის ქერქის ელფერი. ვისკი შესანიშნავია როგორც აპერიტივი, თუმცა გამოიყენება კოქტეილებშიც.
McClelland's Single Malt არის ერთალაოიანი შოტლანდიური ვისკის ასორტიმენტი შოტლანდიის იმ ოთხი ძირითადი რეგიონიდან, სადაც ვისკის ხდიან, ესენია - ჰაილენდი, ისლეი, შპეისაიდი და ლოულენდი. McClelland დისტილერია თავისთავად არ არსებობს, მისთვის სკოტჩის მიწოდებას ახორციელებს დედა კომპანია Morrison Bowmore Distillers. ვისკის წარმოება მაკკლელენდში 1986 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება, მთავარ ბაზრებს კი მისთვის წარმოადგენს აშშ, კანადა, იაპონია და საფრანგეთი, ახალი ბაზრებით კი სამხრეთ აფრიკა, დიდი ბრიტანეთი, ტაივანი, სამხრეთ ამერიკა და შვედეთი.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.