ვებსაიტი იყენებს cookie ფაილებს.  გამოყენების პირობები

კატეგორიები
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ყველა კატეგორია
Mattel, სამაგიდო თამაში, Phase 10Mattel, სამაგიდო თამაში, Phase 10
Mattel, სამაგიდო თამაში, Phase 10

უფასო მიწოდება

7.0010.00-30%

Mattel, სამაგიდო თამაში, Phase 10

ID: 7467750608178
Mattel, სამაგიდო თამაში, Phase 10  mattel, samagido tamashi, phase 10

Mattel, Phase 10 თამაში საუკეთესოა მეგობრებთან ერთად დროის მხიარულად გასატარებლად

 

მასალა: მუყაო

 

მოთამაშეთა რაოდენობა: 2 - 6

 

ასაკი: 7+

 

არ არის რეკომენდირებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

7.0010.00-30%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Mattel, სამაგიდო თამაში, Phase 10

Phase 10 თამაში საუკეთესოა მეგობრებთან ერთად დროის მხიარულად გასატარებლად. მისი თამაში შესაძლებელია 2 - 6 მოთამაშისთვის. თამაშის მოსაგებად თქვენ პირველმა უნდა გაიაროთ 10 ეტაპი. იმ შემთხვევაში, თუ ორი მოთამაშე დაასრულებს ბოლო ფაზას ერთ ხელში, გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელმაც დაასრულა ბოლო ეტაპი ყველაზე დაბალი საერთო ქულით. თუ ეს ქულები ასევე თანაბარია, ითამაშება ტაიბრეიკერის რაუნდი, სადაც თანაბარ ქულიანი მოთამაშეები ცდილობენ დაასრულონ მეათე ეტაპი.

 

ბარათების რაოდენობა: დასტა შედგება 108 კარტისგან, საიდანაც ორი წყვილი 1-დან 12-მდე ციფრების მქონე დასტების, რომელიც წარმოდგენილია 4 სხვადასხვა ფერში (ანუ ჯამში 96), ამის გარდა არის რვა Wild ბარათი და 4 Skip-ი.

 

ფაზები: ფაზა არის ბარათების სხვადასხვა კომბინაცია (მაგალითად ერთი და იგივე ციფრის მრავალი კარტი, რამდენიმე კარტი ზედიზედ აღმავალი თანმიმდევრობით, ერთი ფერის კარტი ან მათი კომბინაცია...), რომლის მოგროვებაც მოთამაშეებს მოუწევთ, რათა თითოეული ფაზა წარამატებით გაიარონ.

 

მას შემდეგ, რაც მოთამაშეები თითოეული ფაზის კომბინაციას ააწყობენ, მათი მოვალეობაა რაც შეიძლება მალე მოიშორონ ხელში არსებული კარტები თამაშის წესების მიხედვით.

თუ ერთი მოთამაშე ასრულებს მე-10 ფაზას მაშინ ის იმარჯვებს. ხოლო თუ ორი ან მეტი მოთამაშე ერთდროულად თამაშობს მე-10 ფაზას იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე დაბალი ქულით დაასრულებს ამ ფაზას.

Mattel

კომპანია Mattel 1945 წელს დაარსდა კალიფორნიაში რუთ და ელიოტ ჰენდლერისა და ჰაროლდ მეტ მატსონის თანამშრომლობით. მას შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში Mattel გადაიქცა წამყვან გლობალურ სათამაშო კომპანიად და დღესდღეობით მოიცავს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა: Barbie, Fisher-Price, Hot Wheels, American Girl, Thomas Friends, UNO და MEGA. მათი მთავარი მისიაა შექმნან ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც შთააგონებენ, გაახალისებენ და განავითარებენ ბავშვებს თამაშის საშუალებით. კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს სათამაშოების დიზაინს, მათ ფუნქციონირებას და მასალის ხარისხს. Mattel-ის გუნდს დიდი გამოცდილება აქვს სათამაშოების ინდუსტრიაში და პოტენციალი ბრწყინვალებისკენ.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • ასაკობრივი ჯგუფი8 - 12, 12+
  • ბრენდიMattel
  • მასალამუყაო
  • მოთამაშეების რაოდენობა2 - 6


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.