თბილისში მიწოდება 3 საათში
მარშალის ყურსასმენები კომპაქტურია, თუმცა ძლიერი და მკაფიო ხმა აქვს. ისიამოვნე ღრმა და ძლიერი ბასებით, რომელსაც დინამიური დრაივერი უზრუნველყოფს და შეიგრძენი მუსიკის განსხვავებული დონე Marshall Mode EQ-სთან ერთად.
ხმა შეგიძლია თავად დაარეგულირო ყურსასმენზე მოთავსებული ღილაკით, განწყობის და სურვილის შესაბამისად. ღილაკის ერთი გადაწევით აირჩიე არსებული ორი რეჟიმიდან რომელიმე და მოარგე სასურველი სიმღერა შენს განწყობას. Marshall Mode EQ-ს საშუალებით შეგიძლია აქცენტი ღრმა ბასებზე გააკეთო ანდაც მაღალი ტონალობები გააძლიერო.
სადენიანი ყურსასმენები მარტივად უერთდება მობილურ ტელეფონებს, ლეპტოპებსა და სხვა მოწყობილობებს.
Marshall Mode EQ ყურსასმენები დამზადებულია სპეციალურად დამუშავებული ფოლადისგან და გადამუშავებული ABS-სგან, რათა დიდხანს გაძლოს და შეინარჩუნოს პირვანდელი ფორმა. სილიკონის თავები იდეალურად თავსდება ყურში და არ იწვევს დისკომფორტს. Მარშალისთვის დამახასიათებელი დახვეწილი დიზაინი, ერგონომიული და ესთეტიურია.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.