თბილისში მიწოდება 3 საათში
Solar მაგიდის სანათი
ნივთის ზომა: ⌀21.5 x 36 სმ
ბატარეის ტიპი: LiFePO4 14500
განათების ტიპი: თბილი
სერია: Outdoor essentials
მზის ენერგიაზე მომუშავე მაგიდის სანათი ნაქსოვი სტილით იდეალურია თქვენი გარე სივრცის განათებისთვის. აერთიანებს, ფუნქციურ, ეკო-მეგობრულ გადაწყვეტასა და სტილს. სანათი იღებს მზის ენერგიას დღის განმავლობაში და ანათებს ღამით. მისი მუშაობის ხანგრძლივობა 8 საათია, რაც განაპირობებს მის ეფექტურობას და კომფორტს მთელი ღამის განმავლობაში. ნაქსოვი დიზაინი აძლევს მას ბუნებრივ და ელეგანტურ ელფერს. იდეალურად ერწყმის ბაღს, ტერასას ან ეზოს და ქმნის მყუდრო კუთხეს. სტაბილური და გამძლე სტრუქტურა უზრუნველყოფს სანათის გრძელვადიან გამოყენებას. არ საჭიროებს ბატარეებს ან კაბელებს.
დიზაინი: ბუნებრივი და თანამედროვე დიზაინი იდეალურად ერწყმის ბაღს, ტერასას ან ეზოს.
გამოყენება: კომფორტული და ენერგოეფექტური განათება გარე სივრცისთვის, მუშაობს 8 საათი.
Lumineo 2007 წლიდან გთავაზობთ მაღალი ხარისხის პროდუქციის ახალ და ინოვაციურ კოლექციას უნიკალური დიზაინით. იგი 3000-ზე მეტი განათების დეკორაციას საშობაო და საზაფხულო სეზონებისთვის ქმნის. ბრენდის შიდა განათების კოლექცია მოიცავს დეკორატიული განათებების ფართო არჩევანს, რომელიც შექმნილია თქვენი სახლის თბილი და მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად. კოლექცია მოიცავს LED განათებებს, სხვადასხვა ჩამოსაკიდ და მაგიდის სანათებს, ასევე წვეულების განათებებს ვარსკვლავების, ტოტებითა და სხვა დეკორატიული ელემენტებით. Lumineo-ს გარე განათებების ასორტიმენტში კი ერთიანდება როგორც ფუნქციური, ისე დეკორატიული განათებები. მათ შორისაა მზის ენერგიაზე მომუშავე განათებები, რომლებიც იდეალურია ბაღისთვის. მათი გამოყენება არ საჭიროებს ელექტროენერგიას. ამასთან ერთად, ასორტიმენტში შედის ბაღის ლამპიონები, ჩამოსაკიდებელი ნათურები და სხვა. ბრენდის LED ნათურების არჩევანი სახლის ინტერიერში თბილ და ატმოსფერულ განათებას ქმნის.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.