თბილისში მიწოდება 3 საათში
ლონგ აილენდი ერთ -ერთი ყველაზე მარტივი და ამავდროულად ძლიერი ალკოჰოლური კოქტეილია. იგი მზადდება ხუთი ალკოჰოლური სასმელის საფუძველზე, რომელსაც ავსებს ჩაი კოლა ან ენერჯი. ეს ინგრედიენტები ქმნიან მართლაც ასაფეთქებელ ნარევს ორიგინალური გემოთი. გარეგნულად ის წააგავს ჩვეულებრივ ცივ ჩაის. ის რობერტ "როზბუდ" ბუტმა გამოიგონა ლონგ აილენდზე, ნიუ-იორკში 70-იან წლებში. ლაკასემ თქვა, რომ კოქტეილი შექმნა კონკურსის ფარგლებში, ლონგ აილენდზე Oak Beach Inn-ში მუშაობის დროს.
კოქტეილის დასამზადებლად ჩაასხით ლიმონის წვენი ჭიქაში, მოათავსეთ ყინული, შემდეგ დაამატეთ 15 მლ არაყი, 15 მლ რომი, 15 მლ ჯინი, 15 მლ ტეკილა, 15 მლ ფორთოხლის ლიქიორი, ბოლოს შეავსეთ დარჩენილი სივრცე ენერგეტიკული სასმლით.
Absolute Blue - არაყი თავდაპირველად დაინერგა, როგორც "აბსოლუტ რენტ ბრანვინი" - "აბსოლუტურად სუფთა არაყი". სახელწოდება შეესაბამება წარმოების პროცესს, რადგან არაყის წარმოებაში გამოიყენება დისტილაციის მრავალჯერადი ციკლის ტექნოლოგია. დამზადებისას გამოიყენება ზამთრის ხორბლის მხოლოდ რჩეული მარცვლები და წყაროს წყალი. Absolut Vodka-ს აქვს მდიდარი და დელიკატური გემო, არომატში კი იგრძნობა მარცვლეულის ნოტები.
Jose Cuervo-ს ტეკილა Joven-ის კლასს მიეკუთვნება, 2-დან 12 თვემდე დაძველებული რეპოსადოსა და ახალგაზრდა ტეკილის, ბლანკოს ნაზავია. აქვს მოტკბო, არომატი აგავასა და მუხის ელემენტებით. დაგემოვნებისას კი ვანილის სასიაოვნო ნოტებს შეიგრძნობთ. შეგიძლიათ მიირთვათ მარილთან და ლაიმთან ერთად, ასევე კოქტეილებში. -12 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა ოქროსფერი ტეკილის დაგემოვნებისთვის.
Marie Brizard Parfait Amour გახლავთ ლიქიორი, რომელიც დამზადებულია საფრანგეთში, კერძოდ, ბორდოს რეგიონში. მას აქვს ულამაზესი იისფერი შეფერილობა და გამოირჩევა ესპანური ფორთოხლის, ვანილისა და ფორთოხლის ყვავილების გემოთი და არომატით. სასმელი შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც პირდაპირ მისართმევად, ასევე, ბაზად მრავალი კოქტეილისთვის.
Beefeater ლონდონის მშრალი ჯინის მთავარი მახასიათებელი, პირველ რიგში, მისი უმაღლესი ხარისხია, შემდეგ კი შესანიშნავი გემო და სასიამოვნო არომატი, რომლებიც საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტების იდეალური კომბინაციის შედეგია. ღვია, რომელიც ჯინს მისთვის დამახასიათებელ გემოს აძლევს, იტალიიდან მოდის, ქინძი კი შემოტანილია რუმინეთიდან, რუსეთიდან და ბულგარეთიდან. ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა სამხრეთ ესპანეთიდან შემოდის, ხოლო ანგელოზის ფესვი, რომელიც ჯინს ყვავილოვან გემოს აძლევს, ჰოლანდიასა და ბელგიაში იზრდება. ამ გზით ბიფითერის ჯინი იძენს თავის უნიკალურ, სუფთა და გამამხნევებელ გემოს ციტრუსისა და ხილის ნოტებით.
Bacardi Carta Blanca არის კუბური წარმოშობის კლასიკური თეთრი რომი, რომლის გემო და არომატი გაჯერებულია ნუშისა და ვანილის სასიამოვნო ელემენტებით და ბრენდის ყველაზე პოპულარული სასმელია. იმისათვის, რომ სასმელმა შეინარჩუნოს ის უნიკალური სირბილე, რომლითაც არის ცნობილი, რომი დაძველებულია თეთრი მუხის კასრებში ნახშირის საიდუმლო ნაზავით.
ალკოჰოლს საჩუქრად მოჰყვება ენერგეტიკული სასმელი. ვივა ენერჯი ეს არის ენერგეტიკული სასმელი ქართულ ბაზარზე. რომელიც ითვალისწინებს და აკმაყოფილებს მსოფლიოს სტანდარტის ახალ ტენდენციებს. მას გარდა ენერგეტიკული დატვირთვისა სხვა ფუნქციური ღირებულებებიც გააჩნია. „ვივა ენერჯი“ სხვა ენერგეტიკული სასმელებისგან განსხვავებულია თავისი მახასიათებლებით და მაღალხარისხიანი ინგრედიენტებით. მას აქვს დაბალანსებული გემო და არომატები, რაც გამოარჩევს სხვა სტანდარტული სასმელებისგან .
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.