თბილისში მიწოდება 3 საათში
L'Occitane Almond სასაჩუქრე ნაკრები
ნუშის შხაპის სხეულის ზეთი 250 მლ
ნუშის შამპუნი 75 მლ
ნუშის სხეულის დამატენიანებელი ბალმი 100 მლ
ნუშის ხელის კრემი 30 მლ
ნუშის ტუჩის ბალმი 12 მლ
რეკომენდირებულია ყველა ტიპის კანისთვის
სხეულის ზეთი - ზეთოვანი ტექსტურა წყალთან შეხებისას გადაიქცვა ქაფად, რომელიც აშორებს კანს ზედმეტ ჭუჭყს. ფორმულაში შემავალი ნუშის ზეთი ღრმად კვებავს დ ატენიანებს კანს, ხელს უწყობს დამცავი ბარიერის აღდგენას. ყურძნის წიპწის ზეთი ხელს უშლის დეჰიდრატაციას და უზრუნველყოფს დამამშვიდებელ ეფექტს. E ვიტამინი იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და მატებს ელასტიურობას. როზმარინის ექსტრაქტს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. ბერგამოტი კი ანიჭებს კანს სასიამოვნო ციტრუსოვან სურნელს.
შამპუნი - ნატურალური ინგრედიენტების ბაზაზე შექმნილი შამპუნი ნაზად წმენდს და ასუფთავებს სკალპს. ფორმულაში შემავალიი ნუშის ზეთი შეიცავს ომეგა 6 და 9 ს, რომლებიც ღრმად კვებავენ და აძლიერებენ თმის ბოჭკოს, უნარჩუნებენ თმას ელასტიურობას და ბზინვარებას. E ვიტამინს გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება , ქოქოსის ექსტრაქტი ანიჭებს თმას სასიამოვნო ტროპიკულ სურნელს.
სხეულის ბალმი - სხეულის ბალმი გამდიდრებულია ნუშის ზეთით, რომელიც ღრმად კვებავს და ატენიანებს კანს. ხელს უშლის დეჰიდრატაციას, მატებს სირბილეს და ელასტიურობას. ფორმულაში შემავალი შიის კარაქის და E ვიტამინის კომბინაცია იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და ხელს უწყობს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას.
ხელის კრემი - ნუშის რძითა და ზეთით გამდიდრებული ხელის კრემი იდეალურად არბილებს და ხანგრძლივად ატენიანებს კანს. კვებავს ომეგა ცხიმოვანი მჟავებით და სძენს ნუშის დახვეწილი სურნელს. აქვს მსუბუქი, უცხიმო ტექსტურა, რომელიც მყისიერად შეიწოვება. ფორმულაში შემავალი ნუშის ზეთი კვებავს, არბილებს და იცავს კანს დეჰიდრატაციისგან.
ტუჩის ბალმი - ნუშის ზეთით და შიის კარაქით გამდიდრებული ტუჩის ბალმი ღრმად კვებავს და ატენიანებს კანს. ხელს უწყობს დამცავი ბარიერის წარმოქმნას და იცავს სიმშრალისგან.
ნუშის შხაპის სხეულის ზეთი - დაიტანეთ მცირე რაოდენობა ნოტიო კანზე, კარგად გადაინაწილეთ და ჩამოიბანეთ.
ნუშის შამპუნი - დაიტანეთ ნოტიო თმაზე, კარგად აიქაფეთ და ჩამოიბანეთ.
ნუშის სხეულის დამატენიანებელი ბალმი - დაიტანეთ ბალმი სხეულის მშრალ ადგილებზე და ნაზად გადაინაწილეთ მანამ სანამ სრულად არ შეიწოვება.
ნუშის ხელის კრემი - დაიტანეთ სასურველი რაოდენობა ხელებზე და ნაზად გადაინაწილეთ სრულად შეწოვამდე.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.