თბილისში მიწოდება 3 საათში

მთარგმნელი: მანანა კვატაია
რედაქტორი: ნატო გორდელაძე
გამოცემის წელი: 2015
გვერდების რაოდენობა: 176
ISBN: 9789941445453
გამომცემლობა: არტანუჯი
მწერალი ემოციური არსებაა, მასზე ღრმად ზემოქმედებენ ძლიერი ადამიანები. როგორც სრულიად უცნობი ლამაზი ქალი ააფორიაქებს მწერლის სულს და უმშვენიერეს ლექსებს დააწერინებს, ასევე იწვევს ძლიერი პიროვნება შემოქმედის აღგზნებას. უჩენს სურვილს ხოტბის შესხმის. გრიგოლ რობაქიძეც აჰყვა ცდუნებას, როცა „ჰიტლერი“ და „მუსოლინი“ დაწერა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ღირსეული თუ უღირსი ადამიანებით წარსულშიაც ხშირად აღტაცებულა მწერლობა. დღესაც ხდება ეს და მომავალშიც მოხდება. დამაფიქრებელი სხვა რამ არის. გრიგოლ რობაქიძემ იშვიათი შორსმჭვრეტელობით დაინახა ბოლშევიზმის არსი. ამოხსნა მისი მოქმედების მექანიზმი. მაგრამ ვერ მოახერხა ასეთივე ძალით ჩასწვდომოდა ფაშიზმსა და ნაციზმს. ეს მისდამი კეთილად განწყობილ ადამიანებს აკვირვებდა. ახსნას უძებნიდნენ. მაგალითად, ნიკოლაუს ზომბარტი ფიქრობდა, რომ ჰიტლერში გრიგოლ რობაქიძე რუსი ბოლშევიკ-კომუნისტებისაგან დამონებული საქართველოს ჰიპოთეტურ გამანთავისუფლებელს ხედავდა და ამან გამოიწვიაო ავადსახსენებელი ესეის დაწერა. დასაშვებია ეს აზრი სიმართლის გარკვეულ დოზას შეიცავდეს. მაგრამ არის კიდევ რაღაც სხვა „ჰიტლერისა“ და „მუსოლინის“ დაწერის საფუძველი, რომლის გასაღებს თავად იძლევა... ლენინშიც, სტალინშიც, ჰიტლერშიც, მუსოლინიშიც მას იპყრობდა პიროვნება უშუალოდ, მის შუაგულში აღებული. ამ კუთხით ისინი მართლაც მეტად საინტერესონი არიან. ამიტომ ოთხივეს მიმართ გამოხატა გრიგოლ რობაქიძემ თავისი დამოკიდებულება. - აკაკი ბაქრაძე
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.