უფასო მიწოდება
Lenco MC-150 სტერეო სისტემა გთავაზობთ მაღალი ხარისხის ხმის და კომპაქტური ზომის იდეალურ კომბინაციას. ხმის კონტროლი შესაძლებელია სმარტფონიდან ან სხვა დაკავშირებული მოწყობილობიდან, დისტანციური მართვის პულტიდან ან კორპუსზე განთავსებული რეგულატორიდან.
აუდიო სისტემასთან დაკავშირება შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან, Bluetooth უსადენო კავშირით, რომელიც 10 მეტრის რადიუსში შეუფერხებლად და სტაბილურად მუშაობს. Bluetooth-ის გარდა, აუდიო სისტემას აქვს მრავალმხრივი დაკავშირების შესაძლებლობა USB და AUX პორტების სახით. ასევე CD ფლეიერის მხარდაჭერა, შემდეგი ფორმატის დისკებისთვის: CD, CD-R, CD-RW. სტერეო სისტემას სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად აქვს FM რადიო, LED ეკრანი და დისტანციური მართვის შესაძლებლობა.
კომპაქტური ზომის და დახვეწილი დიზაინის წყალობით, მოერგება ნებისმიერი ოთახის ინტერიერს.
Lenco ფრიც და მარია ლენგებმა შვეიცარიაში, 1946 წელს დააარსეს. 60-იანი წლების ბოლოს, ბრენდმა ფირსაკრავი L75 გამოუშვა, რომელიც 4 კილოგრამს იწონიდა და განსაკუთრებულად ჟღერადი, ხარისხიანი ხმა ჰქონდა. ფირსაკრავი ბრენდის საიმიჯო პროდუქტი გახდა. წლების გასვლის შემდეგ, Lenco განვითარდა და დღეს, ბრენდის პროდუქტები პორტატული და მარტივი გამოსაყენებელია. დღესდღეობით Lenco ძირითადად რეტრო დიზაინის აუდიო ტექნიკას აწარმოებს, როგორებიცაა: ფირსაკრავები, რადიოები, დინამიკები, ყურსასმენები და სხვ. თუმცა, ბრენდის მთავარი იდეა არ შეცვლილა, ის მუდამ ცდილობს თანამედროვე და ნოსტალგიური ხედვები გააერთიანოს და შექმნას პროდუქტი, რომლის ხმის ხარისხი და ჟღერადობა გამოარჩევს სხვა კონკურენტი ბრენდებისგან.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.