თბილისში მიწოდება 3 საათში
ბაღის ხელსაწყოების ნაკრები Outdoor essentials-ის სერიიდან შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ ბაღის მოვლას სასიამოვნო და უსაფრთხო გზით. მეტალისგან დამზადებული და ხის სახელურით აღჭურვილი ეს ხელსაწყოები გახლავთ გამძლე და კომფორტული ბავშვების პატარა ხელებისთვის. სახელურები შეღებილია და აღნიშნულია FSC ლოგოთი, რაც ნიშნავს, რომ გამოყენებული ხე პასუხისმგებლობითაა მიღებული. ნაკრები იდეალური საშუალებაა ბავშვისთვის ბაღში მუშაობის შთაგონების მისაცემად, ამასთანავე ხელს უწყობს გარე აქტივობებს.
ნაკრები მოიცავს სამ ძირითად ხელსაწყოს:
ოთხკუთხა ნიჩაბი (21 სმ, მწვანე) – იდეალურია გათხრასა და დარგვაზე
იჩაბი (20 სმ, ყვითელი) – შესანიშნავია ნიადაგის ან ქვიშის ჩასაყრისთვის
კბილანა (15 სმ, კამელი) – იდეალურია ფოთლების შესაგროვებლად ან ნიადაგის გასასწორებლად
მახასიათებლები:
მასალა: დამზადებულია უსაფრთხო და გამძლე მასალისგან, რაც ხანგრძლივი მოხმარების გარანტიას იძლევა.
მრავალმხრივი გამოყენება: იდეალურია როგორც სასაჩუქრედ, ისე პირადი შენაძენისთვის.
Koopman International-ი გლობალური სავაჭრო ბრენდია, რომელიც დაარსდა ამსტერდამში,1937 წელს, ბრენდის ოფისები და შოურუმები 24-ზე მეტ სახელმწიფოში მდებარეობს ევროპის, შუა აზიის, აფრიკისა და ამერიკის მასშტაბით. Koopman International-ი აწარმოებს როგორც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე სათამაშოებს.

ბრენდის საყოფაცხოვრებო პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი მოიცავს ჭურჭელს, სამზარეულოს, სააბაზანოს, საძინებლის აქსესუარებს, სადღესასწაულო აქსესუარებს, სახლისა და ბაღის დეკორაციებს. სათამაშოებში შედის: რბილი სათამაშოები, ხის სათამაშოები, თოჯინები, სადღესასწაულო აქსესუარები, ქვიშის სათამაშოები. ბრენდის შემოქმედებითი ჯგუფი მუდმივად იკვლევს უახლეს ტენდენციებსა და თანამედროვე ტექნიკებს და მათი კომბინაციით ქმნის პროდუქციას, შეფუთვის და დეკორაციის დიზაინს.

Koopman International-ისთვის ხარისხი, საიმედოობა და უსაფრთხოება უმთავრესია. სწორედ ამიტომ, ყველა პროდუქტი მოწმდება კვალიფიციური პროფესიონალების მიერ უახლესი კანონმდებლობის მიხედვით. შედეგად, თითოეული პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.

- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.