თბილისში მიწოდება 3 საათში
ნახშირის სათავსო
ნივთის ზომა: 36 x 13 x 8 სმ
მასალა: უჟანგავი ფოლადი
სერია: Outdoor Essentials
რაოდენობა შეფუთვაში: 2
Koopman-ის ნახშირის სათავსო, Outdoor Essentials-ის კოლექციიდან, იდეალური აქსესუარია გრილისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ნახშირის თანაბარ განლაგებას და სითბოს კონტროლს. კომპლექტი მოიცავს 2 ცალ სათავსოს, მათი ზომა სიგრძეში 38 სანტიმეტრია, სიგანეში 13 სმ, ხოლო სიმაღლეში კი 8 სმ.
სათავსოების გამოყენება საშუალებას გაძლევთ, ნახშირი საჭირო ადგილას მოათავსოთ, რაც ხელს უწყობს საკვების თანაბარ შეწვას და ნახშირის ეფექტურ ხარჯვას. გრილის ეს აქსესუარები დამზადებულია გამძლე, მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადი ფოლადისგან, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივ გამოყენებას.
სითბოს კონტროლი: ნახშირის ორგანიზებული განლაგება უზრუნველყოფს გრილში ტემპერატურის უკეთეს მართვას.
გამძლე კონსტრუქცია: დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, რომელიც მტკიცე და მდგრადია მაღალი ტემპერატურის მიმართ, რაც ხანგრძლივ გამოყენებას უზრუნველყოფს.
მარტივი გამოყენება: სათავსოების გამოყენებით ნახშირს მარტივად გადაანაწილებთ და მოარგებთ სხვადასხვა ტიპის გრილს.

Koopman International-ი გლობალური სავაჭრო ბრენდია, რომელიც დაარსდა ამსტერდამში,1937 წელს, ბრენდის ოფისები და შოურუმები 24-ზე მეტ სახელმწიფოში მდებარეობს ევროპის, შუა აზიის, აფრიკისა და ამერიკის მასშტაბით. Koopman International-ი აწარმოებს როგორც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე სათამაშოებს.

ბრენდის საყოფაცხოვრებო პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი მოიცავს ჭურჭელს, სამზარეულოს, სააბაზანოს, საძინებლის აქსესუარებს, სადღესასწაულო აქსესუარებს, სახლისა და ბაღის დეკორაციებს. სათამაშოებში შედის: რბილი სათამაშოები, ხის სათამაშოები, თოჯინები, სადღესასწაულო აქსესუარები, ქვიშის სათამაშოები. ბრენდის შემოქმედებითი ჯგუფი მუდმივად იკვლევს უახლეს ტენდენციებსა და თანამედროვე ტექნიკებს და მათი კომბინაციით ქმნის პროდუქციას, შეფუთვის და დეკორაციის დიზაინს.

Koopman International-ისთვის ხარისხი, საიმედოობა და უსაფრთხოება უმთავრესია. სწორედ ამიტომ, ყველა პროდუქტი მოწმდება კვალიფიციური პროფესიონალების მიერ უახლესი კანონმდებლობის მიხედვით. შედეგად, თითოეული პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.

- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.