თბილისში მიწოდება 3 საათში
კონტეინერების ნაკრები
პატარა კონტეინერი: 12.3 x 12.3 x 5.5 სმ, 400 მლ
საშუალო კონტეინერი: 15 x 15 x 6.7 სმ, 800 მლ
დიდი კონტეინერი: 18.3 x 18.3 x 7.7 სმ, 1.4 ლ
მასალა: PP
რაოდენობა შეფუთვაში: 3
სერია: Blooming Season, Excellent Houseware
რეკომენდებულია ხელით რეცხვა
Koopman-ის კონტეინერების ნაკრები Blooming Season-ისა და Excellent Houseware-ის სერიებიდან საჭირო დანამატია თქვენი სამზარეულოსთვის. დამზადებულია მაღალი ხარისხის PP-ისგან, რაც ხანგრძლივ და უსაფრთხო გამოყენებას განაპირობებს. აქვს სილიკონის სარტყელი, რაც ჰერმეტულობას უზრუნველყოფს. განკუთვნილია სხვადასხვა პროდუქტების ორგანიზებულად და კომფორტულად შესანახად. ნაკრებში შედის 3 განსხვავებული ზომის კონტეინერი.
მასალა: დამზადებულია მაღალი ხარისხის, საკვებისთვის უსაფრთხო PP-ისგან და აქვს სილიკონის სარტყელი ჰერმეტულობისთვის.
დიზაინი: მოსახერხებელი დიზაინი, რომელიც სივრცის დაზოგვასა და პროდუქტების მარტივ შენახვაში დაგეხმარებათ.
გამოყენება: განკუთვნილია სხვადასხვა პროდუქტების შესანახად. რეკომენდებულია ხელით რეცხვა.

Koopman International-ი გლობალური სავაჭრო ბრენდია, რომელიც დაარსდა ამსტერდამში,1937 წელს, ბრენდის ოფისები და შოურუმები 24-ზე მეტ სახელმწიფოში მდებარეობს ევროპის, შუა აზიის, აფრიკისა და ამერიკის მასშტაბით. Koopman International-ი აწარმოებს როგორც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე სათამაშოებს.

ბრენდის საყოფაცხოვრებო პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი მოიცავს ჭურჭელს, სამზარეულოს, სააბაზანოს, საძინებლის აქსესუარებს, სადღესასწაულო აქსესუარებს, სახლისა და ბაღის დეკორაციებს. სათამაშოებში შედის: რბილი სათამაშოები, ხის სათამაშოები, თოჯინები, სადღესასწაულო აქსესუარები, ქვიშის სათამაშოები. ბრენდის შემოქმედებითი ჯგუფი მუდმივად იკვლევს უახლეს ტენდენციებსა და თანამედროვე ტექნიკებს და მათი კომბინაციით ქმნის პროდუქციას, შეფუთვის და დეკორაციის დიზაინს.

Koopman International-ისთვის ხარისხი, საიმედოობა და უსაფრთხოება უმთავრესია. სწორედ ამიტომ, ყველა პროდუქტი მოწმდება კვალიფიციური პროფესიონალების მიერ უახლესი კანონმდებლობის მიხედვით. შედეგად, თითოეული პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.

- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.