უფასო მიწოდება
Koopman, ქვაბი ხის დასადებით
ნივთის ზომა: Ø10 სმ
მასლა: თუჯი
მოცულობა: 200 მლ
რეკომენდებულია ხელით რეცხვა
Koopman-ის ეს თუჯის ქვაბი განკუთვნილია კერძების მოსამზადებლად. მისი ზედაპირი მდგრადია გაბზარვის მიმართ. თუჯის მასალის უპირატესობის გამო ქვაბი დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს ცხელი საკვების ტემპერატურას. არ არის რეკომენდებული ქვაბის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.
Koopman International-ი გლობალური სავაჭრო ბრენდია, რომელიც დაარსდა ამსტერდამში,1937 წელს, ბრენდის ოფისები და შოურუმები 24-ზე მეტ სახელმწიფოში მდებარეობს ევროპის, შუა აზიის, აფრიკისა და ამერიკის მასშტაბით. Koopman International-ი აწარმოებს როგორც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე სათამაშოებს. საყოფაცხოვრებო პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი მოიცავს ჭურჭელს, სამზარეულოს, სააბაზანოს, საძინებლის აქსესუარებს, სადღესასწაულო აქსესუარებს, სახლისა და ბაღის დეკორაციებს. სათამაშოებში შედის: რბილი სათამაშოები, ხის სათამაშოები, თოჯინები, სადღესასწაულო აქსესუარები, ქვიშის სათამაშოები. ბრენდის შემოქმედებითი ჯგუფი მუდმივად იკვლევს უახლეს ტენდენციებსა და თანამედროვე ტექნიკებს და მათი კომბინაციით ქმნის პროდუქციას, შეფუთვის და დეკორაციის დიზაინს. Koopman International-ისთვის ხარისხი, საიმედოობა და უსაფრთხოება უმთავრესია. სწორედ ამიტომ, ყველა პროდუქტი მოწმდება კვალიფიციური პროფესიონალების მიერ უახლესი კანონმდებლობის მიხედვით. შედეგად, თითოეული პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.