უფასო მიწოდება
დაწნული კალათი, 3 ცალი
პატარა კალათის ზომა: 25 x 21 სმ
საშუალო კალათის ზომა: 30 x 24 სმ
დიდი კალათის ზომა: 35 x 27 სმ
Koopman-ის დაწნული კალათების ნაკრები თქვენს სახლს თანამედროვე ხიბლს მიანიჭებს. გამოიყენება, როგორც სააბაზანო ოთახში და საძინებელში, ისე ბავშვთა ოთახში და სამზარეულოშიც კი. მოყვება თავსახური, რომელიც იცავს ნივთებს ნესტისა და მტვრისგან.
Koopman International-ი გლობალური სავაჭრო ბრენდია, რომელიც დაარსდა ამსტერდამში,1937 წელს, ბრენდის ოფისები და შოურუმები 24-ზე მეტ სახელმწიფოში მდებარეობს ევროპის, შუა აზიის, აფრიკისა და ამერიკის მასშტაბით. Koopman International-ი აწარმოებს როგორც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე სათამაშოებს. საყოფაცხოვრებო პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი მოიცავს ჭურჭელს, სამზარეულოს, სააბაზანოს, საძინებლის აქსესუარებს, სადღესასწაულო აქსესუარებს, სახლისა და ბაღის დეკორაციებს. სათამაშოებში შედის: რბილი სათამაშოები, ხის სათამაშოები, თოჯინები, სადღესასწაულო აქსესუარები, ქვიშის სათამაშოები. ბრენდის შემოქმედებითი ჯგუფი მუდმივად იკვლევს უახლეს ტენდენციებსა და თანამედროვე ტექნიკებს და მათი კომბინაციით ქმნის პროდუქციას, შეფუთვის და დეკორაციის დიზაინს. Koopman International-ისთვის ხარისხი, საიმედოობა და უსაფრთხოება უმთავრესია. სწორედ ამიტომ, ყველა პროდუქტი მოწმდება კვალიფიციური პროფესიონალების მიერ უახლესი კანონმდებლობის მიხედვით. შედეგად, თითოეული პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.