კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Kikkerland, სახლის ფორმის ხის საკმეველიKikkerland, სახლის ფორმის ხის საკმეველი
Kikkerland, სახლის ფორმის ხის საკმეველი

უფასო მიწოდება

50.00
Kikkerland, სახლის ფორმის ხის საკმეველი  kikkerland, sakhlis formis khis sakmeveli - ვარიაცია 1 Kikkerland, სახლის ფორმის ხის საკმეველი  kikkerland, sakhlis formis khis sakmeveli - ვარიაცია 1
Kikkerland, სახლის ფორმის ხის საკმეველი  kikkerland, sakhlis formis khis sakmeveli - ვარიაცია 2 Kikkerland, სახლის ფორმის ხის საკმეველი  kikkerland, sakhlis formis khis sakmeveli - ვარიაცია 2
Kikkerland, სახლის ფორმის ხის საკმეველი  kikkerland, sakhlis formis khis sakmeveli - ვარიაცია 3 Kikkerland, სახლის ფორმის ხის საკმეველი  kikkerland, sakhlis formis khis sakmeveli - ვარიაცია 3

Kikkerland, სახლის ფორმის ხის საკმეველი

ID: 612615104600
Kikkerland

 

საუცხოო დიზაინის ეს საკმეველი საუკეთესო საშუალებაა თქვენს სახლსა თუ ეზოში სასიამოვნო სურნელის დასაყენებლად.

ზომა: 1.2 x 0.4 x 1 სმ

მასალა: ხე, ბალზამის საკმეველი.

50.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

Kikkerland, სახლის ფორმის ხის საკმეველი

Kikkerland-ის საუცხოო დიზაინის ეს საკმეველი საუკეთესო საშუალებაა თქვენს სახლსა თუ ეზოში სასიამოვნო სურნელის დასაყენებლად. არომატიზატორს აქვს სახლის ფორმა და იდეალური ზომის წყალობით ყველა ოთახში ლამაზად თავსდება. მოჰყვება რამდენიმე ცალი საკმეველი, რომლებიც უნდა გაახუროთ და შემდეგ მოათავსოთ სახლის ფორმაში, რის შემდეგაც სასიამოვნო არომატი მთელ სახლში გავრცელდება.

Kikkerland

 

Kikkerland 1980-იანი წლების ბოლოს, ჰოლანდიელი დიზაინერის - იან ვან დერ ლანდე-ს პროექტის მიხედვით ნიუ-იორკში დაარსდა. 

 

დღესდღეობით ბრენდი იმდენად პოპულარულია მსოფლიოში, რომ მისი ასეთი მცირეხნიანი ისტორია რთული დასაჯერებელია. Kikkerland აწარმოებს გულდასმით შემუშავებული დიზაინის მცირე ზომის ნივთებს, რომლებსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საკანცელარიო, თუ საჩუქრების მაღაზიებში წააწყდებით.

 

Kikkerland-ის ნივთებზე, კომპანიის 15 ადამიანისგან შემდგარ გუნდთან ერთად არაერთი ცნობილი დიზაინერი მუშაობს, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან და ავითარებენ ახალ პროდუქტებს.

 

Kikkerland Design აფართოვებს უნიკალური ნივთების უდიდეს კოლექციას. თითოეული პროდუქტი ფორმის, ფუნქციურობისა და ესთეტიურობის ბალანსია. აღსანიშნავია, რომ Kikkerland წარმოდგენილია 20-მდე კატეგორიაში და ყველა მათგანი წარმატებით იყიდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 

Kikkerland-ის პირველი ნაბიჯები

 

Kikkerland-ის დამფუძნებელი იან ვან დერ ლანდე მოგვითხრობს, თუ როგორ გადავიდა თავისი ჰოლანდიური ბრენდის ველოსიპედით მიწოდებიდან მსოფლიო იმპორტზე. 

 

იან ვან დერ ლანდემ 1980-იანი წლების ბოლოს თავის დიზაინერ მეგობრებთან ერთად დაიწყო ლარნაკებისა და ნათურების გაყიდვა. მომხმარებლებისთვის პროდუქციის მისაწოდებლად, თავად დადიოდა ველოსიპედით ქუჩებში. 

 

თავდაპირველად ვან დერ ლანდე საკუთარ საცხოვრებელ ნავში, მდინარე ჰადსონზე მუშაობდა ნივთებზე. შემდეგ კი, ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, ახალი თანამშრომლები შეიძინა და ნამდვილი ოფისიც გახსნა. ნელ-ნელა, მეგობრების დახმარებით არაერთ კრეატიულ დიზაინერთან დაამყარა კონტაქტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და გახსნა Kikkerland-ის ფილიალები ბევრ ქვეყანაში. დღესდღეობით Kikkerland-ი წელიწადში 300-მდე პროდუქტს აწარმოებს და თითოეული მათგანი იქმნება საოცარი კრეატიულობით.

 

ვან დერ ლანდე ისევ საკუთარ ნავში ცხოვრობს და ყოველდღე ველოსიპედით დადის Kikkerland-ის მანჰეტენის ოფისში, ზუსტად ისე, როგორც ნამდვილი ნიდერლანდელი. 

 

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • ბრენდიKikkerland
  • ზომა1.2 x 0.4 x 1 სმ
  • მასალახე


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით.

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.