კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Kikkerland, ლანჩის თერმული შეფუთვაKikkerland, ლანჩის თერმული შეფუთვა
Kikkerland, ლანჩის თერმული შეფუთვა

უფასო მიწოდება

15.00
Kikkerland, ლანჩის თერმული შეფუთვა  kikkerland, lanchis termuli shefutva - ვარიაცია 1 Kikkerland, ლანჩის თერმული შეფუთვა  kikkerland, lanchis termuli shefutva - ვარიაცია 1
Kikkerland, ლანჩის თერმული შეფუთვა  kikkerland, lanchis termuli shefutva - ვარიაცია 2 Kikkerland, ლანჩის თერმული შეფუთვა  kikkerland, lanchis termuli shefutva - ვარიაცია 2

Kikkerland, ლანჩის თერმული შეფუთვა

ID: 612615096646

Kikkerland

 

Kikkerland, ლანჩის თერმული შეფუთვა. მრავალჯერადი ვინილის შეფუთვა შეიცავს სპეციალურ არატოქსიკურ თერმულ გელს, რომელიც შეიძლება გაცხელდეს ან გაიყინოს სავების ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

15.00

უფასო მიწოდება

Kikkerland, ლანჩის თერმული შეფუთვა

ეს ცხელი/ცივი პაკეტი შესანიშნავია სკოლისა და საოფისე ლანჩებისთვის. მრავალჯერადი ვინილის შეფუთვა შეიცავს სპეციალურ არატოქსიკურ თერმულ გელს, რომელიც შეიძლება გაცხელდეს ან გაიყინოს სავების ტემპერატურის შესანარჩუნებლად. შეფუთვის გაცხელება შესაძლებელია ცხელ წყალში მოთავსებით.

Kikkerland

 

Kikkerland 1980-იანი წლების ბოლოს, ჰოლანდიელი დიზაინერის - იან ვან დერ ლანდე-ს პროექტის მიხედვით ნიუ-იორკში დაარსდა. 

 

დღესდღეობით ბრენდი იმდენად პოპულარულია მსოფლიოში, რომ მისი ასეთი მცირეხნიანი ისტორია რთული დასაჯერებელია. Kikkerland აწარმოებს გულდასმით შემუშავებული დიზაინის მცირე ზომის ნივთებს, რომლებსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საკანცელარიო, თუ საჩუქრების მაღაზიებში წააწყდებით.

 

Kikkerland-ის ნივთებზე, კომპანიის 15 ადამიანისგან შემდგარ გუნდთან ერთად არაერთი ცნობილი დიზაინერი მუშაობს, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან და ავითარებენ ახალ პროდუქტებს.

 

Kikkerland Design აფართოვებს უნიკალური ნივთების უდიდეს კოლექციას. თითოეული პროდუქტი ფორმის, ფუნქციურობისა და ესთეტიურობის ბალანსია. აღსანიშნავია, რომ Kikkerland წარმოდგენილია 20-მდე კატეგორიაში და ყველა მათგანი წარმატებით იყიდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 

Kikkerland-ის პირველი ნაბიჯები

 

Kikkerland-ის დამფუძნებელი იან ვან დერ ლანდე მოგვითხრობს, თუ როგორ გადავიდა თავისი ჰოლანდიური ბრენდის ველოსიპედით მიწოდებიდან მსოფლიო იმპორტზე. 

 

იან ვან დერ ლანდემ 1980-იანი წლების ბოლოს თავის დიზაინერ მეგობრებთან ერთად დაიწყო ლარნაკებისა და ნათურების გაყიდვა. მომხმარებლებისთვის პროდუქციის მისაწოდებლად, თავად დადიოდა ველოსიპედით ქუჩებში. 

 

თავდაპირველად ვან დერ ლანდე საკუთარ საცხოვრებელ ნავში, მდინარე ჰადსონზე მუშაობდა ნივთებზე. შემდეგ კი, ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, ახალი თანამშრომლები შეიძინა და ნამდვილი ოფისიც გახსნა. ნელ-ნელა, მეგობრების დახმარებით არაერთ კრეატიულ დიზაინერთან დაამყარა კონტაქტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და გახსნა Kikkerland-ის ფილიალები ბევრ ქვეყანაში. დღესდღეობით Kikkerland-ი წელიწადში 300-მდე პროდუქტს აწარმოებს და თითოეული მათგანი იქმნება საოცარი კრეატიულობით.

 

ვან დერ ლანდე ისევ საკუთარ ნავში ცხოვრობს და ყოველდღე ველოსიპედით დადის Kikkerland-ის მანჰეტენის ოფისში, ზუსტად ისე, როგორც ნამდვილი ნიდერლანდელი. 

 

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • ბრენდიKikkerland