თბილისში მიწოდება 3 საათში
Karaca, ყავის ჭიქების ნაკრები მინის ორმაგი კედლით, გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით. შესანიშნავი აქსესუარია თქვენი სამზარეულოსთვის. ნაკრებში შედის 2 ცალი 80 მლ-იანი ჭიქა. დამზადებულია მაღალი ხარისხის ბოროსილიკატის მინისგან და არის მაღალი ტემპერატურების მიმართ რეზისტენტული. რეკომენდებულია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხვა.
• ორ ფენად შექმნილი მინის სტრუქტურა ინარჩუნებს სასმლის ტემპერატურას — გარე ნაწილი რჩება გრილი, რაც იცავს ხელებს გადახურებისა თუ გაციებისგან
• გამჭვირვალე დიზაინი არამარტო ფუნქციური, არამედ ესთეტიკურადაც დახვეწილია — იდეალურია როგორც ყავის, ისე ჩაისა თუ სხვა ცხელი/ცივი სასმელისთვის
• კომპლექტში შედის ორი ჭიქა, თითოეულის მოცულობაა 230 მლ — შესანიშნავი ვარიანტია ყოველდღიური მოხმარებისთვის
• მტკიცე მინა და გამძლე ორმაგი კედლები უზრუნველყოფს ჭიქის ხანგრძლივ და უსაფრთხო გამოყენებას — მარტივად ირეცხება და ინარჩუნებს ვიზუალს
Karaca მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ნივთების, ჭურჭლის, სამზარეულოს ტექნიკისა და ტექსტილის წამყვანი თურქული მწარმოებელია. ბრენდი ცნობილია თავისი ტრადიციული დიზაინით, მაღალი სტანდარტების ხარისხითა და პროდუქციის პრაქტიკულობით.
გამბედაობა, იმედი და ენთუზიაზმი ბრენდის წარმატების ისტორიის ნაწილია. Karaca თურქეთში 1973 წელს მცირე საოჯახო ბიზნესით დაიწყო და მუდმივად ინოვაციური პროდუქტებითა და ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა. ბრენდი ორიენტირებულია მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილზე, ბიუჯეტის მიუხედავად. Karaca მომხმარებლებს ყოველდღიურობას უმარტივებს, დროის დაზოგვაში ეხმარება და თითოეული პროდუქტით სახლში კომფორტსა და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.

ბრენდის მიზანია თითოეული პროდუქტი ინდივიდუალური დიზაინითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნას. ამისთვის, წარმოებასი მაღალი ხარისხის და გამძლე მასალებს იყენებს, რისგან შექმნილ პროდუქტებსაც მრავალი წლის განმავლობაში მოიხმარ.
დღეს Karaca სამზარეულოს აქსესუარების წარმოებით, მოწინავე ბრენდად ჩამოყალიბდა და მისი პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშია რჩეული. კომპანია Karaca Group-ის სახელით 305 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი სავაჭრო პუნქტით 43 ქვეყანაში ოპერირებს. Karaca მრავალფეროვან ასორტიმენტს 11 სხვადასხვა ბრენდთან აერთიანებს, მათ შორისაა - KARACA HOME, EMSAN, JUMBO და Cook Plus.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.