თბილისში მიწოდება 3 საათში
ისიამოვნეთ სუფთა, ბუნებრივი და მკაფიო ჟღერადობით Everest Elite 750NC უსადენო ყურსასმენით. JBL Pro Audio Sound ხმის ტექნოლოგია და 40 მმ-იანი აუდიო დრაივერები უზრუნველყოფს დაბალანსებულ, ბუნებრივ ტონალობებს. ყურსასმენი Bluetooth 4.0 შეუფერხებელი კავშირით სწრაფად უკავშირდება სმარტფონსა და სხვა სასურველ მოწყობილობებს, ACC და SBC კოდეკები კი უდანაკარგოდ გადასცემენ აუდიო სიგნალს.
ადაპტაციური ხმაურის ჩახშობის ტექნოლოგია უზრუნველყოფს უფრო ინტენსიურ ჟღერადობას - ახლა თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ არ მისცეთ თქვენს გარშემო არსებულ ხმაურს ხელის შეშლის შესაძლებლობა და ისიამოვნოთ საკუთარი ფლეილისტითა თუ პოდკასტით. ინტეგრირებული მიკროფონი მაღალი მგრძნობელობით და ექოს ჩახშობის ფუნქციით კრისტალურად სუფთა ზარების განხორციელების შესაძლებლობას მოგცემთ.
JBL-ის ყურსასმენი აღჭურვილია მრავალჯერადი დამუხტვის ბატარეით, რომელიც უზრუნველყოფს 20 საათამდე უწყვეტ მუშაობას, ერთი სრული, 3 საათიანი დატენვით. ადაპტაციური ხმაურის ჩახშობის რეჟიმში ყურსასმენი 15 საათს იმუშავებს, ხოლო მის გარეშე 20 საათს.
კეცვადი დიზაინის წყალობით, ყურსასმენები სრულად პორტატული და კომპაქტურია. იდეალურია მოგზაურობაში წასაღებად, დიდ ადგილს არ იკავებს და მსუბუქია. მოყვება ჩანთა, microUSB- USB-A დამტენი კაბელი და 1.2 მ სიგრძის 3.5 მმ - 3.5 მმ აუდიო კაბელი სადენიანი კავშირისთვის.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.