უფასო მიწოდება
Jabra Elite 85t არის მსუბუქი და კომფორტული უსადენო ყურსასმენები, რომელიც სრულ ემერსიულ გამოცდილებას გთავაზობთ. მისი ხმაურის აქტიური ჩახშობის ფუნქცია ფოკუსირებაში დაგეხმარებათ. ყურსასმენების წყალობით, მომენტალურად შეძლებთ კონცენტრირდეთ სამსახურის ზარზე, მეგობართან საუბარზე, ან უბრალოდ საყვარელი მუსიკის ხმაზე. Advanced Active Noise Cancellation ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ თავად აკონტროლოთ და დაარეგულიროთ ხმაურის ჩახშობის დონე Jabra Sound აპლიკაციის გამოყენებით.
Bluetooth 5.1 უწყვეტი კავშირის და სინქრონიზაციის ტექნოლოგიით, Elite 85t უსადენო ყურსასმენები, შეუფერხებლად უკავშირდება თქვენს სმარტფონს. უწყვეტი კავშირით ყურსასმენები უზრუნველყოფს სტაბილურ კავშირს შეფერხების გარეშე, ასევე საშუალებას გაძლევთ უყუროთ ვიდეოებს ნებისმიერ პლატფორმაზე ხმის ჩამორჩენის გარეშე.
Jabra Elite 85t ყურსასმენები ერთი სრული დატენვით 25 საათის განმავლობაში მუშაობს. ყურსასმენი 5.5 საათი, ქეისი + 19.5 საათი. მოწყობილობის კორპუსს აქვს IPX4 რეიტინგი - უძლებს წყალს, ოფლსა და მტვერს.
ყურსასმენების კომპაქტური და მსუბუქი დიზაინი, უფრო კომფორტულს ხდის მის გამოყენებას. ყურში მოთავსებად ყურსასმენებს მოყვება სამი სხვადასხვა ზომის თავი, რომელიც შეგიძლიათ თქვენი ყურის ფორმის შესაბამისად მოირგოთ და ისიამოვნოთ შესანიშნავი ჟღერადობით.