უფასო მიწოდება
როდესაც თქვენ ვარჯიშობთ, Jabra Elite 7 Active სპორტული უსადენო ყურსასმენები კომფორტულად მოერგება თქვენს ყურებს. უნიკალური ShakeGrip ტექნოლოგიითა და წყალ და ნესტ მედეგობის IP57 რეიტინგით, ეს ყურსასმენები შექმნილია იმისთვის, რომ დარჩეს მყარად და უსაფრთხოდ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დატვირთულ რეჟიმში ივარჯიშებთ.
ყურსასმენების ხმაურის აქტიური ჩახშობის ფუნქცია (ANC) საშუალებას გაძლევთ ჩაიძიროთ თქვენთვის საყვარელ მუსიკაში. ასევე თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ თქვენს გარშემო არსებულ ხმებს Smart HearThrough ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც იყენებს ჩაშენებულ მიკროფონებს თქვენს გარშემო არსებული ყველა ბგერის ამოსაცნობად და მყისიერად გადმოგცემთ მას თქვენს ყურსასმენებში. ამრიგად, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გადაწყვიტოთ, როდის მოუსმინოთ გარშემომყოფებს და როდის ჩაეფლოთ მუსიკაში. Jabra Sound+ აპში შეგიძლიათ აირჩიოთ HearThrough-ის ხუთი დონე და დაარეგულიროთ გარემოს ის ხმები, რომელთა მოსმენაც გსურთ.
Jabra Elite 7 Active ყურსასმენებს აქვს Bluetooth 5.2 -ის უახლესი ვერსია და სრულად თავსებადია ყველა მოწყობილობასთან, რომელიც მხარს უჭერს Bluetooth ტექნოლოგიას (სმარტფონი, ჭკვიანი საათი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი და ა.შ.), მიუხედავად მწარმოებლისა და ოპერაციული სისტემისა.
ყურსასმენები დამტენი ქეისის გარეშე 8 საათიან უწყვეტ მუშაობას გთავაზობთ, ხოლო დამტენ ქეისთან ერთად 30 საათს. ქეისის დატენვის დრო 2.5 საათია და აქვს სწრაფი დატენვის რეჟიმიც, რომელიც 5 წუთიანი დატენვის შემდეგ 1 საათიან სამუშაო დროს გაძლევთ.