კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
J & B Rare, შერეული სკოტჩი, 4 წლიანი, 1 ლ.J & B Rare, შერეული სკოტჩი, 4 წლიანი, 1 ლ.
J & B Rare, შერეული სკოტჩი, 4 წლიანი, 1 ლ.

უფასო მიწოდება

59.0078.50-25%
J & B Rare, შერეული სკოტჩი, 4 წლიანი, 1 ლ.  j & b rare, shereuli skoTchi, 4 tsliani, 1 l. - ვარიაცია 1 J & B Rare, შერეული სკოტჩი, 4 წლიანი, 1 ლ.  j & b rare, shereuli skoTchi, 4 tsliani, 1 l. - ვარიაცია 1

J & B Rare, შერეული სკოტჩი, 4 წლიანი, 1 ლ.

ID: 5010103800457

•შერეული შოტლანდიური ვისკი.

•ალკოჰოლის შემცველობა: 40%.

•ქვეყანა: შოტლანდია.

•რეგიონი: სპეისაიდი.

•არომატი: ციტრუსი, ვანილი, თაფლი, კაკაო, ატამი.

•გემო: დაბალანსებული, ტკბილი, ალაო.

•ბოთლის ტიპი: შუშა.

•დაძველება: 4 წელი.

•ფერი: ქარვისფერი.

•მოცულობა: 1 ლ.

59.0078.50-25%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

დახასიათება

J & B-ის ბლენდირებული ვისკი 4 წლის დაძველებისაა. სასმელი განსაკუთრებულია, რადგან ის იტალიელის შთაგონება იყო, ლონდონში შეიქმნა, ხოლო შოტლანდიაში გამოხადეს. აქვს დაბალანსებული, მოტკბო, მსუბუქი გემო, რომელსაც სიმშრალე და მდიდარი ალაოს ნოტები ამშვენებს. ციტრუსის გამაგრილებელ არომატს თან ვანილის, თაფლის კაკაოსა და ატმის სურნელი დაყვება.

ბრენდის ისტორია

ჯაკომო იუსტერინი იყო იტალიელი დისტილატორი, რომელსაც ოპერის მომღერალი მარგარეტა ბელინი შეუყვარდა და მას ინგლისში გაყვა. ჯაკომოს სიყვარული მარგარეტას მიმართ უიღბლო აღმოჩნდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მომღერლის წყალობით მან თავისი მომავალი პარტნიორი, ჯორჯ ჯონსონი გაიცნო. ორი თაობის შემდეგ კომპანიას ჯონსონისგან ალფრედ ბრუკსი ყიდულობს და სახელად Justeri & Brooks-ს არქმევს. ბრუკსმა შერეული სკოტჩი სასმელებით მოვაჭრე ენდრიუ აშერს წარუდგინა, რომელმაც ბლენდირებული ვისკი პირველად გამოუშვა ბაზარზე. Justeri & Brooks და ენდრიუ აშერი გაერთიანებული ძალებით იწყებენ მუშაობას უფრო რბილ ნაზავზე. მოგვიანებით გუნდს ედი ტათამი უერთდება, რომელიც მალევე ხდება კომპანიის მენეჯერი. 1930 წელს ედიმ ამერიკიდან შეკვეთა შეძლებული ადამიანებისგან მიიღო და სამწუხაროდ შეზღუდვების გამო სასმლის ნიმუშებით სასვე ჩანთით დააკავეს. მათი ისტორია აქ არ დამთავრებულა, ედი, გათავისუფლების შემდეგ, ჩარლი ჯულიანს ხვდება და ისინი ერთად იწყებენ J & B Rare-ის შექმნას. ბრენდის შექმნასა და წინსვლაში მონაწილეობას ყოველთვის კრეატიული, შემოქმედებითი, ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანები იღებდნენ.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაციები

  • კატეგორიაშოტლანდიური ვისკი
  • სახეობაშერეული ვისკი
  • მოცულობა1 ლ
  • ქვეყანა-რეგიონიშოტლანდია, შოტლანდია-შპეისაიდი
  • ბრენდიJ & B
  • ალკოჰოლის პროცენტი40%
  • ფერიქარვისფერი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.