თბილისში მიწოდება მომდევნო სამუშაო დღეს
ColorPro ფერადი ღამის ხედვის რეჟიმი და ამოცნობის დეტექტორი, მომენტალური შეტყობინებები
TP-Link Tapo C320WS IP კამერა უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას როგორც საკუთარ სახლში, ასევე ეზოში. იწერს ყველა ვიდეოს კრისტალურად სუფთა 2560x1440 გარჩევადობით, რაც უზრუნველყოფს კადრების მკვეთრ და დეტალურ ხარისხს. მოწყობილობას აქვს 125° (დიაგონალურად) 106° (ჰორიზონტალურად), 56°(ვერტიკალურად) ხედვის კუთხე.
უსაფრთხოების კამერას აქვს მაღალი რეზოლუცია და 2K QHD ხარისხი. ფოტოებსა და ვიდეოებში უმცირესი დეტალების გარჩევაც კი შესაძლებელია. მკვეთრად ჩანს ფორმები დაბალი განათების პირობებშიც. ღამის ხედვის რეჟიმშიც კამერა გთავაზობთ ფერად გამოსახულებას. ჩვეულებრივი კამერების შავ-თეთრი ხედისგან განსხვავებით, TP-Link Tapo C320WS აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის სენსორით და განათებით, რაც უფრო მეტ ფერს იჭერს. მაღალი მგრძნობელობის ვარსკვლავური სინათლის სენსორი (Tapo Starlight Sensor) იღებს უფრო მაღალი ხარისხის სურათებს დაბალი განათების პირობებშიც კი, რათა დეტალები არ დაიკარგოს რაიმე ხელისშემშლელი გარემო პირობის გამო (ჩრდილი, ძლიერი განათება და ა.შ)
Tapo App-ის მობილური აპლიკაციით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სახლში მიმდინარე პროცესებს, ხოლო ორმხრივი ზარების ფუნქციის წყალობით ამ პროცესებში ჩართვასაც შეძლებთ. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კამერა აღიქვამს ადამიანის სხეულის ფორმებს, განსაზღვრავს საეჭვო მოძრაობებს, მხოლოდ რეალური საფრთხის დროს რთავს სიგნალიზაციას და გიგზავნით მომენტალურ შეტყობინებებს. IP66 რეიტინგის წყალობით კამერა შეუფერხებლად მუშაობს ღია ცის ქვეშ მკაცრი ამინდის პირობებში. უძლებს წყალს, მტვერს.
მუდვივი და უწყვეტი Wi-Fi კავშირი, გაძლევთ საშუალებას ყოველთვის და ყველგან თვალი ადევნოთ საკუთარი სახლის უსაფრთხოებას. კომპლექტაციაშია ინსტალაციისთვის საჭირო ყველა აქსესუარი.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.