თბილისში მიწოდება 3 საათში
Philips 2000 Series TAI2440 შიდა გამოყენების IP კამერა უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას. უსაფრთოების კამერას აქვს 355° ჰორიზონტალური და 90° ვერტიკალური ხედვის კუთხე და 1080P გარჩევადობა, რაც უზრუნველყოფს გამოსახულების მკვეთრ და დეტალურ ხარისხს.
კამერა აღიქვამს და ასხვავებს ადამიანისა და სხვა საგნების ფორმებს, კადრში მოძრავ ობიექტზე ავტომატურად ფოკუსირდება და მიყვება მის მოძრაობებს. ფოტოებსა და ვიდეოებში უმცირესი დეტალების გარჩევაც კი შესაძლებელია. მკვეთრად ჩანს ფორმები დაბალი განათების პირობებშიც. ღამის ხედვის რეჟიმში კამერა გთავაზობთ ფერად კადრებს. ჩაშენებული მიკროფონი და დინამიკი საშუალებას გაძლევთ ორმხრივი აუდიოკავშირის ფუნქციით ისარგებლოთ, ხმაურის ჩახშობის ტექნოლოგია კი უზრუნველყოფს ხარისხიან აუდიოს.
WiFi-2.4G კავშირი საშუალებას გაძლევთ ყოველთვის და ყველგან თვალი ადევნოთ საკუთარი სახლის უსაფრთხოებას. Philips- ის სპეციალური მობილური აპლიკაციით შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სახლში მიმდინარე პროცესებს, ხოლო ორმხრივი ზარების ფუნქციის წყალობით ამ პროცესებში ჩართვასაც შეძლებთ. შესაძლებელია 128 GB-მდე ჩანაწერის შენახვა მეხსიერების ბარათზე.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.