თბილისში მიწოდება 3 საათში
•თეთრი მშრალი ღვინო.
•ყურძნის ჯიში: ქისი.
•ტექნოლოგია: ქვევრი, მუხის კასრი.
•ალკოჰოლის შემცველობა: 13%
•ქვეყანა: საქართველო.
•რეგიონი: კახეთი.
•არომატი: მსხალი, ატამი, ვანილი, ნიგოზი.
•გემო: ჰარმონიული, სასიამოვნო.
•ბოთლის ტიპი: შუშა.
•წელი: 2018.
•ფერი: ქარვისფერი.
•მოცულობა: 750 მლ.
ღვინო დამზადებულია ქისის ჯიშის რჩეული, ხელით მოკრეფილი ყურძნისაგან, მოწეული კახეთში, ახმეტის რაიონში გაშენებული შუმის კუთვნილი ვენახიდან, „მზიური“. დაყენებულია ქვევრში, ტრადიციული კახური ტექნოლოგიით. ჭაჭასთან 6-თვიანი კონტაქტის შემდეგ, 4 თვის განმავლობაში დავარგებულია ფრანგული მუხის კასრებში. ღვინო ქარვისფერია. მწიფე მსხლის და ატმის არომატი კარგადაა შერწყმული ვანილისა და მოხალული ნიგვზის ტონებთან. ღვინო მდიდარია ფენოლური ნაერთებითა და ტანინებით. გემო ჰარმონიული და სასიამოვნოა, ხასიათდება დაბალანსებული ჯიშური არომატითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. ღვინო, წარმოების სპეციფიკური ტექნოლოგიის გამო, ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით. შესაძლებელია მცირედი კეთილშობილი ნალექის წარმოქმნა. სასურველია, მიირთვათ +14-16 °C ტემპერატურაზე.
ღვინის კომპანია შუმი დაარსებულია 2001 წელს და მდებარეობს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულ ცენტრში, სოფ. წინანდალში. სიტყვა შუმი ძველი დროიდან საქართველოში ნიშნავდა განუზავებელ, სუფთა ღვინოს. ღვინის კომპანია შუმის მფლობელობაშია ვენახები საქართველოს თითქმის ყველა უნიკალურ მიკროზონაში. კომპანია შუმის ასორტიმენტი მოიცავს წითელ და თეთრ, მშრალ, ნახევრად მშრალ და ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოებს, ბიო ღვინოს, შემაგრებულ ღვინოს, ღვინის ბრენდის და ჭაჭას. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია არაერთხელ იქნა აღიარებული და დაჯილდოვებული მრავალ საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენასა და დეგუსტაციაზე. ღვინის კომპანია შუმმა პირველმა საქართველოში დააარსა ვაზისა და ღვინის მუზეუმი „ვაზიონი“, სადაც წარმოდგენილია გადაშენებას გადარჩენილი 325 ქართული და 105 – მსოფლიოში გავრცელებული ვაზის ჯიშები.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.