კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Hy-Pro, ტერა 1 ლHy-Pro, ტერა 1 ლ
Hy-Pro, ტერა 1 ლ

უფასო მიწოდება

35.00
Hy-Pro, ტერა 1 ლ  hy-pro, Tera 1 l - ვარიაცია 1 Hy-Pro, ტერა 1 ლ  hy-pro, Tera 1 l - ვარიაცია 1

Hy-Pro, ტერა 1 ლ

ID: 859076004630

Hy-pro

 

ჰაი პრო ტერა მცენარის ზრდის და უხვმოსავლიანობის გარანტიაა 

●    აჩქარებს ზრდის პროცესს;
●    ხელს უწყობს ფესვების ჩამოყალიბებას;
●    აძლიერებს მცენარეს;
●    ხელს უწყობს გვერდითა ყლორტების განვითარებას.           
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

 

ერთ ლიტრ წყალში გააზავეთ 5 მლ ჰაი პრო ტერა და გამოიყენეთ ვეგეტაციის და ყვავილობის დროს.

 

მასალა: აზოტი (N)-2,2%, ფოსფორი (P2O5) -5,1%,კალიუმი ( K2O)-4,4  %

 

გამოყენება: 5 მლ/1 ლ წყალი (ზრდის და ყვავილობის პერიოდში )                                 

35.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Hy-Pro, ტერა 1 ლ

ეს საუკეტესო ზრდის ფორმულა ხელს უწყობს ნებისმიერი მცენარის განვითარებასა და ჯამრთელობას

 
გამოყვანილია და შექმნილია 30 წლიანი გამოცდილებით. HY-PRO Terra ვეგეტაციის და ყვავილობის ეფექტური, მინერალური სასუქია, რომელიც მცენარის ზრდისთვის საჭირო ყველა კომპონენტს შეიცავს დაბალანსებული ოდენობით. აჩქარებს ზრდის პროცესს, ხელს უწყობს ფესვების ჩამოყალიბებას და ზოგადად აძლიერებს მცენარეს. HY-PRO Terra გვერდითა ყლორტების მასობრივ განვითარებასაც უწყობს ხელს. ეს სასუქი განსაკუთრებით პოლულარულია იმ მებაღეებს შორის, ვინც უხვმოსავლიანობას ესწრაფის. როგორც ხდება ხოლმე მინერალებზე დაფუძნებული სასუქების შემთხვევაში, მცენარის მიერ საკვები ნივთიერებების შეწოვა ხდება წამიერად, ამიტომ შედეგი საკმაოდ სწრაფად დგება. ჩვენი ნაცადია თითქმის 3 ათწლეულის განმავლობაში და გამოირჩევა უბრალო ფორმულით. HY-PRO Terra გამოყენება შესაძლებელია მცენარის მთელი ციკლის განმავლობაში, რაც დაჩქარებული ზრდისა და ჯანმრთელო ქლოროფილის წარმოქმნის გარანტიაა.
 
HY-PRO TERRA-ს ფორმულა გათვლილია მიწის ნიადაგში მცენარეების მოსაყვანად.

•    ინფორმაცია
სასუქი სამშენებლო მასალაა უჯრედის დონეზე მიმდინარე მექანიზმებისთვის
 
ბიოქიმიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მცენარეს მხოლოდ სინათლე, წყალი და ოციოდე ელემენტი სჭირდება. ეს ოციოდე ელემენტი არის სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები მცენარისთვის. სასიცოცხლოდ აუცილებელი ეწოდება ისეთ ელემენტს, რომლის გარეშეც მცენარე სრულად ვერ გაივლის სასიცოცხლო ციკლს, ვერცერთი სხვა ელემენტი ვერ შეასრულებს მის ფუნქციას და რომელიც პირდაპირ მონაწილეობს მცენარის კვებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტები შეგვიძლია დავყოთ მაკროელემენტებად და მიკროელემენტებად. მაკროელემენტებია, რასაც მცენარე დიდი რაოდენობით მოიხმარს. სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვების ნახევარი მაკროელემენტებია: ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი, აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და გოგირდი.
 
**მაკროელემენტები ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველანაირი მცენარისთვის
 
HY-PRO Grow and Bloom Nutrition-ი ეხმარება მცენარეს, რომ შეივსოს და საჭირო დონეზე შეინარჩუნოს საკვები ელემენტების მარაგი
 
ამ მაკროელემენტების ჩამონათვალიდან პირველი - ნახშირბადი (C) - საჭიროა ნახშირწყლების, ცილების, ნუკლეინის მჟავების და მრავალი სხვა შენაერთის ფორმირებისთვის, ამიტომ ის ყველანაირ მაკრომოლეკულაში გვხვდება. საშუალოდ, უჯრედის მშრალი წონის (წყლის გარეშე) 50 პროცენტი ნახშირბადია, ანუ მცენარის ბიომოლეკულების ძირითადი შემადგენელი ნაწილია. შემდეგი ელემენტი, რომელიც მასობრივად გვხვდება ცილებსა და ნუკლეინის მჟავებში, არის აზოტი (N). აზოტი ზოგიერთი ვიტამინის სინთეზისთვისაც გამოიყენება. წყალბადი (H) და ჟანგბადიც (O) მაკროელემენტებია, რომელიც მრავალ შენაერთში შედის, ორივე ერთად კი ქმნის წყალს. ჟანგბადი აუცილებელია უჯრედოვანი რესპირაციისთვის. მცენარეები ჟანგბადს ენერგიის შესანახადაც იყენებენ (ატფ-ის ფორმით). მაკროელემენტი ფოსფორი (P) აუცილებელია ნუკლეინის მჟავებისა და ფოსფოლიპიდის სინთეზისთვის. ფოსფორი, რომელიც ატფ-ის შემადგენელი ნაწილია, მონაწილეობას იღებს საკვებიდან მიღებული ენერგიის ქიმიურ ენერგიად გარდაიქმნაში ოქსიდაციური ფოსფორილირების მეშვეობით. გოგირდი (S) შედის ზოგიერთ ამინომჟავაში, მაგალითად ცისტეინსა და მეთიონინში, და წარმოდგენილია რამდენიმე კოენზიმში. გოგირდი ჩართულია ფოტოსინთეზის პროცესში იმით, რომ ელექტრონების გადამტანი ჯაჭვის ნაწილია, სადაც წყალბადის გრადიენტები მთავარ როლს ასრულებენ სინათლის ენერგიის ატფ-ად გარდაქმნაში. კალიუმი (K) მნიშვნელოვანია იმით, რომ ეპიდერმისის ბაგეების გაღება-დახურვის პროცესს არეგულირებს. აირცვლის გარდა, ამ ღიობებს წყლის ბალანსის რეგულირებაც ევალებათ, ამ პროცესს კი კალიუმის იონი ეხმარება დგუშივით. მნიშვნელოვანი მიკროელემენტებია მაგნიუმიც (Mg) და კალციუმიც (Ca). კალციუმს ორმაგი როლი აქვს: არეგულირებს საკვები ნივთიერებების გადატანას და ფუნქციონირებაში ეხმარება მრავალ ფერმენტს. მაგნიუმი მნიშვნელოვანია ფოტოსინთეზის პროცესში. ეს მინერალები, მიკროელემენტებთან ერთად, მცენარის იონურ ბალანსშიც იღებენ მონაწილეობას.
 
**მიკროელემენტები ჯანმრთელი და ნაყოფიერი მცენარეებისთვის
 
HY-PRO Grow and Bloom Nutrition-ის საშუალებით თქვენ გარანტირებული გექნებათ ჯანმრთელი მოსავალი და ლაღი მცენარეები
 
ძირითადი მაკროელემენტების გარდა, ცოცხალ ორგანიზმს ცოტცოტა სხვა ელემენტებიც სჭირდება. ეს მიკროელემენტები (იგივე გაბნეული ელემენტები) ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება. შვიდი უმთავრესი მიკროელემენტია: ბორი, ქლორი, მანგანუმი, რკინა, თუთია, სპილენძი და მოლიბდენი. ითვლება, რომ ბორი (B) გარეულია ნახშირწყლების გადატანის პროცესში და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის რეგულირებას. ბორის დეფიციტი ყვავილედის განვითარების აფერხებას. ქლორი (Cl) აუცილებელია ოსმოსური და იონური ბალანსისთვის, მონაწილეობს ფოტოსინთეზშიც. სპილენძი (Cu) ზოგი ფერმენტის კომპონენტია. სპილენძის დეფიციტის ნიშნებია გაყავისფრებული ფოთლის წვერები და ქლოროზი (ფოთლების გაყვითლება). რკინა (Fe) აუცილებელი კომპონენტია ქლოროფილის სინთეზისთვის, ამიტომ რკინის დეფიციტიც ქლოროზს იწვევს. მანგანუმი (Mn) ააქტიურებს გარკვეულ ფერმენტებს, რომლებიც ქლოროფილის ფორმირებაში მონაწილეობენ. მანგანუმის დეფიციტის გამო მცენარეს ფოთლის ძარღვებს შორის უვითარდება ქლოროზი. მანგანუმის მიღება ნაწილობრივ ნიადაგის pH-ზეა დამოკიდებული. მოლიბდენი (Mo) აუცილებელია მცენარის ჯანმრთელობისთვის, მისი საშუალებით მცენარე ნიტრატების რედუქციას ახდენს. ზოგი მცენარე კი მას აზოტის ფიქსაციისთვისაც იყენებს; ასე რომ, პარკოსნების დათესვამდე შესაძლოა საჭირო იყოს ნიადაგში მოლიბდენის დამატება. თუთია (Zn) მონაწილეობს ქლოროფილის წარმოქმნაში და ააქტიურებს ბევრნაირ ფერმენტს. თუთიის დეფიციტის სიმპტომებია ქლოროზი და შეფერხებული ზრდა.
 
**სტანდარტული სასუქის გამოყენებით ძალიან წაეხმარებით ყველანაირ მცენარეებსა და ნათესებს
 
HY-PRO Grow and Bloom Nutrition-ი ხელს უწყობს ნებისმიერი მცენარის განვითარებასა და ჯამრთელობას
 
მცენარის კვების მთავარი წესია, რომ არ შექიმნას პირველადი ან მეორადი მაკროელემენტების ან არსებითი მიკროელემენტების დეფიციტი. რომელიმე ამ საკვები ნივთიერების, განსაკუთრებით კი რომელიმე მაკროელემენტების ნაკლებობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მცენარის ზრდაზე. ამის გარდა, ეს ელემენტები მცენარემ შესაბამისი პროპორციებით უნდა მიიღოს. მცენარეები პირველად მაკროელემენტებს დიდი რაოდენობით მოიხმარენ, მეორად მაკროელემენტების კი შედარებით ნაკლებად. თითოეულ ელემენტს თავისი ფუნქცია აქვს, რომელიც აუცილებელია მცენარის სრულყოფილი კვებისათვის. რომელიმე მათგანის ნაკლებობა იწვევს შეფერხებას და უარყოფით გავლენას ახდენს მცენარის ზოგად მდგომარეობაზე, გააჩნია რომელი ელემენტი აკლია მცენარეს და რა დონეზე. თხევადი სასუქები მშვენიერი საშუალებაა რეგულარული საკვები დოზების მისაღებად ოთახის მცენარეებისთვისა და ბოსტნეულის კულტურებისთვის, როგორც ერთწლოვანი, ისე მრავალწლიანი ნათესებისთვის.
 
HY-PRO-Terra-მ გაუძლეს ბოლო სამი ათწლეულის გამოცდას, ჩვენი მარტივი ფორმულითა და ჩვენი წარმატებული ისტორიით უკვე ყველაფერი ნათქვამია.
•    გამოყენების ინსტრუქცია
HY-PRO GROW NUTRITION – TERRA
 
მცენარეს მაკრო და მიკროელემენტების უწყვეტი მარაგი სჭირდება იმისთვის, რომ ჯანმრთელი იყოს და ოპტიმალური მოსავალი მოგვცეს. რომელიმე ამ საკვები ელემენტის ნაკლებობამ შეიძლება ძლიერად იმოქმედოს მცენარის ჯანმრთელობასა და სიცოცხლიუნარიანობაზე. თქვენ მიერ შერჩეულ სუბსტრატში არსებული ბუნებრივი დეფიციტი მაღალი ხარისხის მინერალური სასუქით უნდა შეავსოთ.
 
გამოყენების წესი
**გამოყენების წინ შეანჯღრიეთ Hy-pro Grow Nutrition Terra;
**როგორც ვეგეტაციის, ისე ყვავილობის პერიოდში გამოიყენეთ 1 ლიტრ წყალში 5 მლ-იანი ნაზავი.
**ერთი და იგივე სუბსტრატის განმეორებით გამოყენებისას მიაშველეთ Hy-Pro Cal-Mag-იც;
**გამოიყენეთ ყოველი მორწყვისას;
**გამოდგება ნიადაგის ყველანაირი მცენარეებისთვის - როგორც ოთახში, ისე ღია ცის ქვეშ;
**გამოყენებამდე აუცილებლად გაეცანით იარლიყზე მოცემულ ინფორმაციას;
 
Terra-ს გამოყენება უმჯობესია HY-PRO ROOT STIMULATOR TERRA-სთან და ყვავილობის ბუსტერ EPIC BLOOM-თან ერთად.
 

Hy-pro

HY-PRO არის მაღალი ხარისხის თხევადი სასუქების მწარმოებელი
აგერ უკვე 30 წელზე მეტია, Hy-Pro დამკვიდრებული ბრენდია სასუქების ბაზარზე. ბოლო 3 ათწლეულის მანძილზე ბაზარზე გაჩნდა საკმაოდ პროფესიონალური მოთხოვნები - სულ უფრო მეტი მებაღეა, რომელიც თავისი შერეული ნათესებისთვის ზუსტ ფორმულას ეძებს. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს საამაყო ასორტიმენტი. ჩვენ შევინარჩუნეთ უბრალო ფორმულა, სამეცნიერო კვლევის დახმარებით კი დავხვეწეთ ხარისხი. Hy-Pro-ს პროდუქცია, რომელსაც მთელ მსოფლიოში გამოიყენებენ პროფესიონალი მებაღეები, ადვილი მოსახმარი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოყვარული მებაღისთვისაც, ვინც მოსავლის გაუმჯობესებას ესრწაფვის. 2020 წლისთვის ჩვენს სასუქებს ევროპის 1500-ზე მეტი სავჭრო ობიექტი ყიდის და ყოველწლიურად იზრდება ჩვენი პოპულარობა.

დამატებითი მახასიათებლები

  • ბრენდიHy-Pro
  • მოცულობა1 ლ
  • ფორმაბოთლი
  • დიამეტრი8 სმ


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.