თბილისში მიწოდება 3 საათში
New York Times - ''სანახაობრივი… შთამნთქმელი და გამორჩეული ნამუშევარი… ''სულების სახლი'' თავისი ყოვლისმომცველი, გულუხვი და ჰუმანური მგრძნობელობით უნიკალური მიღწევაა, როგორც პირადი მოწმე, ასევე ლათინური ამერიკის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესაძლო ალეგორია.”
The Wall Street Journal - ''მიმზიდველი, ზოგჯერ ჯადოსნური ზღაპარი… სამი თაობის აჯანყებისა და სიყვარულის მღელვარე ისტორიაში, ეს არის ალეგორია, რომელშიც ნებისმიერ ოჯახს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის ამოცნობა.''
მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი
რედაქტორი: რუსუდან კოტეტიშვილი
გამოცემის წელი: 2019
გვერდების რაოდენობა: 436
ISBN: 9789941302244
გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა
„სულების სახლი“ ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი ქალის, უამრავი საპატიო პრემიის ლაურეატის, ისაბელ ალიენდეს პირველი რომანია. ნაწარმოებმა ავტორს გამოცემისთანავე უზარმაზარი პოპულარობა მოუტანა. „სულების სახლი“ დღეისათვის მსოფლიოს 37 ენაზეა თარგმნილი და ათობით მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. რომანში მოქმედება ესტებან ტრუებას ოჯახის არაერთგვაროვანი, აჩრდილებისა და ზებუნებრივი ნიჭის მქონე ოთხი თაობის ადამიანების ცხოვრების ფონზე ვითარდება, თუმცა, მწერალმა მოახერხა, ერთი გვარის საუკუნოვან საგაში ლათინოამერიკული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი მაგიური რეალიზმი ისტორიული სინამდვილითაც გაეჯერებინა და მოეთხრო იმ სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებიც მის სამშობლოს, ჩილეს, მე-20 საუკუნეში დაატყდა თავს. რომანი, რომლის პერსონაჟები საინტერესო მამაკაცები და საოცარი ქალები არიან, ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულიცაა, ვინაიდან პროტოტიპებად მწერლის ოჯახის წევრები – ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე და განსაკუთრებულად ახლობელი ქალები გვევლინებიან. 1993 წელს „სულების სახლის“ მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.