ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
House Of Marley Positive Vibration XL ANC უსადენო ყურსასმენი მაღალი ხარისხის აუდიო დრაივერებით და ძლიერი ხმით. პროფესიონალურად დამუშავებული 40 მმ-იანი დინამიური დრაივერებით, ყურსასმენი იძლევა სუფთა, მკაფიო ჟღერადობას და მძლავრ ბასებს.
ხმაურის აქტიური ჩახშობის რეჟიმი საშუალებას გაძლევთ კონცენტრირდეთ საყვარელ მუსიკაზე, სამსახურის ზარზე თუ მეგობართან საუბარზე. ხმა შეგიძლიათ თავადვე დაარეგულიროთ ყურსასმენზე მოთავსებული ხმის რეგულატორიდან, განწყობის და სურვილის შესაბამისად.
House Of Marley Positive Vibration XL ANC ყურსასმენი გაძლევთ საშუალებას უსმინოთ მუსიკას 35 საათის განმავლობაში, ხოლო ხმაურის აქტიური ჩახშობის რეჟიმით 26 საათი.
Positive Vibration XL ANC ყურსასმენს აქვს ერგონომიული, მსუბუქი და კომფორტული დიზაინი. სუპერ რბილი ყურის ბალიშები კომფორტულია ხანგრძლივი მოხმარებისას. ყურის ფორმას მარტივად ერგება და აქვს დახვეწილი, მიმზიდველი დიზაინი.