უფასო მიწოდება
Honor Pad X8a პლანშეტს აქვს 11"-იანი IPS ეკრანი 1920 x 1200 გაფართოებით, რაც განაპირობებს მაღალ გარჩევადობას, გამოსახულების განუმეორებელ დეტალიზაციას და რეალისტურობას. მოწყობილობას აქვს 90 Hz ეკრანის განახლების სიხშირე, 16.7 მილიონი ფერი და 400nits მაქსიმალური სიკაშკაშე.
8300 mAh მოცულობის Li-Po ბატარეა უზრუნველყოფს 14 საათამდე ვიდეოს დაკვრის და 85 საათამდე მუსიკის დაკვრის დროს. პლანშეტს აქვს სტერეო დინამიკები, აქსელერომეტრი და სინათლის სენსორი. ელექტრონული წიგნების მოყვარულთათვის Honor Pad X8a-ს აქვს E-Book რეჟიმი, რომელიც არ ღლის თვალებს ხანგრძლივი გამოყენებისას. ჩაშენებული დინამიკები აღჭურვილია HONOR Histen ალგორითმით, რომელიც ახშობს გარემო ხმაურს და უზრუნველყოფს ხმის მაღალ ხარისხს. წინასწარ დაინსტალირებული Family Link8, რაც მშობლებს კონტენტის შერჩევის შესაძლებლობას აძლევს. მარტივადაა შესაძლებელი კონტენტის პარამეტრების მართვა, ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტის შერჩევა, აპლიკაციების მართვა პირდაპირ ტელეფონიდან.
Honor Pad X8a-ს აქვს დახვეწილი, თხელი დიზაინი და მეტალისგან დამზადებული გამძლე კორპუსი. კომპლექტაციაშია სილიკონისგან დამზადებული, დარტყმაგამძლე ქეისი.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.