უფასო მიწოდება
Histoires de Parfums 1889 Moulin Rouge edp 120 ml
1889 Moulin Rouge
ყვავილოვანი
მთავარი ნოტები : მანდარინი, ვარდი, ირისი, დარიჩინი
120 მლ
1889, Moulin Rouge-ის შთაგონებით შექმნილი სახელგანთქმული სუნამო ლეგენდარული კაბარეს სიმბოლური სურნელია. პარიზი ღამეში იძირება, „მულენ რუჟიდან“ ფერადი სინათლე მოჩანს. შენობაში კაბარე ცოცხლდება. ხალხი სანახაობის მოლოდინში აღტაცებული ჩურჩულებს. შამპანურის ფუჟერების ხმაური... და ფარდა იხდება. მუსიკა ძლიერდება. ბუმბულებისა და ბზინვარების მორევში მოცეკვავეები ჩნდებიან. სანახაობა იწყება! ეს უცვლელი ჯადოსნობაა – „მულენ რუჟში“ ხომ დრო ჩერდება! შოუ სრულდება და ფარდა ეშვება, თუმცა წვეულება უსასრულოა. ამ დაუვიწყარი ღამის მოგონება და არომატი დილამდე იგრძნობა ჰაერში. Histoires de Parfums აქვს როგორც ქალის ასევე მამაკაცის სუნამოები.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.