უფასო მიწოდება
გახდით უფრო მეტად შემოქმედებითი Play-doh-თან ერთად! Play-doh წარმოგიდგენთ მაღალი ხარისხის პლასტილინების მრავალფეროვან არჩევანს, სადაც აღმოაჩენთ განსხვავებული ფერების, ფორმებისა და თემატიკის საძერწ ნაკრებებს.
ზომა: 19 x 16 სმ
მასალა: პლასტმასა, პლასტილინი
ასაკი: 3+
არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
გახდით უფრო მეტად შემოქმედებითი Play-doh-თან ერთად! Play-doh წარმოგიდგენთ მაღალი ხარისხის პლასტილინების მრავალფეროვან არჩევანს, სადაც აღმოაჩენთ განსხვავებული ფერების, ფორმებისა და თემატიკის საძერწ ნაკრებებს. Play-doh-ს ეს ნაკრები ორიგინალური და საოცრად სახალისოა! იგრძენით თავი ნამდვილ კულინარად – შექმენით უგემრიელესი საუზმე, დაამზადეთ ტოსტები ან ვაფლები და დაპატიჟეთ ოჯახის წევრები და მეგობრები. ამ ნაკრებში ყველაფერია რაც დაგჭირდებათ და მხიარულება არასდროს მოგაკლდებათ.
მახასიათებლები:
ნაკრებში შედის 5 პლასტილინი, ტაფა, ტოსტერი, ვაფლის დასამზადებელი, თეფში, დანა, ჩანგალი, სამზარეულოს ნიჩაბი, პლასტილინის საძერწი ფორმები;
ამ ნაკრებით ბავშვი დროს ხანგრძლივად გაატარებს ხალისიანად გამოყენებამდე დამზადებულია უსაფრთხო, არამომწამვლელი მასალებისგან;
ხელს უწყობს ბავშვის მოტორული და შემოქმედებით უნარების განვითარებასა და როლურ თამაშს;
შეესაბამება სახელოვნებო მასალების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტს ASTM D-4236-ს.
Hasbro – ამერიკული წარმოშობის საერთაშორისო ლიდერი კომპანიაა, რომელიც სათამაშოებსა და გასართობ საშუალებებს აწარმოებს. Hasbro-ს სათამაშოები, სამაგიდო და ციფრული თამაშები – დაკავშირებულია ისეთ პოპულარულ და ყველასათვის საყვარელ ბრენდებთან, როგორიცაა: Nerf-ი, Transformers-ი, Marvel-ი, Disney Princess-ი, Star Wars-ი, Monopoly, Power Rangers-ი, My Little Pony, Play-Doh-ი, Baby Alive და სხვა. ინოვაციური და შემოქმედებითი პროდუქცია მას ბავშვებისა და მშობლების საყვარელ ბრენდად აქცევს. პროდუქციის უსაფრთხოება Hasbro-სთვის, როგორც ბავშვებზე ორიენტირებული ბრენდისთვის, უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, მისი თითოეული პროდუქტი მკაცრად მოწმდება არამხოლოდ საკუთარი, არამედ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. Hasbro ზრუნავს არა მხოლოდ ბავშვების გართობაზე, არამედ მათთვის უკეთესი სამყაროს შექმნაზეც და ქველმოქმედებით, მოხალისეობრივი საქმიანობითა და შემოწირულობებით უკვე მილიონობით ბავშვის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ.