კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Happy Dog, VET Hepatic, ძაღლის მშრალი საკვები ღვიძლისთვის, ფრინველის ხორცით, 4 კგHappy Dog, VET Hepatic, ძაღლის მშრალი საკვები ღვიძლისთვის, ფრინველის ხორცით, 4 კგ
Happy Dog, VET Hepatic, ძაღლის მშრალი საკვები ღვიძლისთვის, ფრინველის ხორცით, 4 კგ

უფასო მიწოდება

105.00
Happy Dog, VET Hepatic, ძაღლის მშრალი საკვები ღვიძლისთვის, ფრინველის ხორცით, 4 კგ  happy dog, vet hepatic, dzaghlis mshrali sakvebi ghvidzlistvis, frinvelis khorcit, 4 kg - ვარიაცია 1 Happy Dog, VET Hepatic, ძაღლის მშრალი საკვები ღვიძლისთვის, ფრინველის ხორცით, 4 კგ  happy dog, vet hepatic, dzaghlis mshrali sakvebi ghvidzlistvis, frinvelis khorcit, 4 kg - ვარიაცია 1

Happy Dog, VET Hepatic, ძაღლის მშრალი საკვები ღვიძლისთვის, ფრინველის ხორცით, 4 კგ

ID: 4001967152555

Happy Pets

 

Happy Dog

 

VET Hepatic, მშრალი საკვები ძაღლებისთვის, 4 კგ

 

არომატი: ფრინველი, ბრინჯი

 

წონა: 4 კგ

 

ასაკი: 6 თვიდან

105.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Happy Dog, VET Hepatic, ძაღლის მშრალი საკვები ღვიძლისთვის, ფრინველის ხორცით, 4 კგ

Happy Dog VET HEPATIC ვეტერინარული დიეტა ღვიძლის დაავადებების დროს; Happy Dog VET Diet Hepatic ეხმარება ღვიძლის ფუნქციონირებას და ამცირებს სხეულის დატვირთვას ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს. ძვირფასი ცილების ზომიერი რაოდენობა და მაღალი კალორიები, ეფექტურად ამცირებს ცხოველების ორგანიზმში მეტაბოლიზმს. ყურადღებით შერჩეული ინგრედიენტები – ადვილად ასათვისებელი ბრინჯი, ქათმის ხორცი და ბაყაყურა, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს – უზრუნველყოფს სხეულის საკვები ნივთიერებების დაბალანსებულ მიწოდებას. ვიტამინისა და მიკროელემენტების, მინერალების დონე მორგებულია ღვიძლის ფუქციის დარღვევის მქონე ძაღლების სპეციალურ საჭიროებებზე. ვიტამინი E, როგორც ანტიოქსიდანტი, აკავშირებს თავისუფალ რადიკალებს და უზრუნველყოფს უჯრედების აქტიურ დაცვას; Happy Dog VET Hepatic შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ჩვენებების დროს: ღვიძლის დაავადებება; ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიები; პორტოსისტემური შუნტის ან გადაჭარბებული სპილენძის დაავადება; ჰეპატოცერებრალური დისტროფია (ვილსონ-კონოვალოვის დაავადება); მძიმე მეტალებით მოწამვლის სამკურნალოთ; ღვიძლისთვის შესაფერისი დიეტები, როგორიცაა Happy Dog Hepatic -ი მდიდარია უმაღლესი ხარისხის იოლად მონელებადი ცილით და ნახშირწყლებით, რომელსაც ადვილად ასიმილაცია და მონელება შეუძლია. ფორმულა ასევე, მდიდარია A, C, E ვიტამინებით , ომეგა 3, ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავებით, რომელსაც სხვა სასარგებლო თვისებეთან ერთად გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. სპეციალური რეცეპტი ასე შეიცავს ნატრიუმს, კალციუმს და უამრავ სასარაგებლო ინგრედიენტებს, მათ შორის გამხმარ საფუარს რომელიც, ცილებით მდიდარი ბუნებრივი პროდუქტია და შეიცავს მაღალი ბიოლოგიური ღირებულებით- 60% ცილას; ასევე შეიცავს, ბევრ სასიცოცხლო ნივთიერებას, როგორიცაა მინერალები, ამინო მჟავები, B ვიტამინი, განსაკუთრებით B6 და B12; აქვს პოზიტიური ზეგავლენა მონელების პროცესზე, ნაწლავურ ფლორაზე, კანზე, ბეწვზე და იმუნურ სისტემაზე; აქვს მადის მომგვრელი ეფექტი; დიეტა ხელს უწყობს ამიაკის შეკავშირებას ნაწლავში, ნაწლავის ფლორას და კუჭნაწლავის მთლიანობას და უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვას. ამრიგად Happy Dog VET Hepatic უმკლავდება ძაღლებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებს. ხელმისაწვდომია მხოლოდ ვეტერინარული რჩევის საფუძველზე. ეს საკვები არ არის რეკომენდებული ახალგაზრდა ცხოველებისთვის 6 თვემდე, ორსული ან მეძუძური ძაღლებისათვის ან ჰიპერლიპიდემიით ან პანკრეატიტით დაავადებული ცხოველებისათვის.

შემადგენლობა

ანალიტიკური კომპონენტები ნედლი ცილა 19.5%, ნედლი ცხიმი 14.0%, ნედლი ბოჭკოვანი 2.5%, ნედლი ნაცარი 4.0%, კალციუმი 0.5%, ფოსფორი 0.4%, ნატრიუმი 0.2%, კალიუმი 0.6%, მაგნიუმი 0.06%, ომეგა-3.5% ცხიმოვანი მჟავები. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები 0,4%, სპილენძი (სულ) 7 მგ/კგ დანამატები ვიტამინები/კგ: ვიტამინი A (3a672a) 12000 IU, ვიტამინი D3 (3a671) 550 IU, ვიტამინი E (ყველა რას-ალფა-ტოკოფერილის აცეტატი 3a700) 300 მგ, ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი 3a821) 5 მგ 2 რიბლავ5, B ვიტამინი ) 8 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 3a831) 5 მგ, ბიოტინი (3a880) 700 მკგ, კალციუმის D-პანტოტენატი (3a841) 20 მგ, ნიაცინი (3a314) 65 მგ, ვიტამინი B12 40 მკგ ვიტამინი C. 3a312) 90 მგ; L-კარნიტინი (3a910) 1000 მგ, ტაურინი (3a370) 2000 მგ მიკროელემენტები/კგ: რკინა (რკინა (II) სულფატის მონოჰიდრატი 3b103) 20 მგ, სპილენძი (სპილენძის (II) სულფატის პენტაჰიდრატი 3b405) 3.5 მგ, თუთია (თუთიის ოქსიდი 3b603) 140 მგ, მანგანუმი (მანგანუმის (II) ოქსიდი 3b405. მგ, იოდი (კალციუმის იოდატი, უწყლო 3b202) 0.5 მგ, სელენი (ნატრიუმის სელენიტი 3b801) 0.1 მგ ანტიოქსიდანტები, ტოკოფეროლის ექსტრაქტები მცენარეული ზეთებიდან 1b306(i).

Happy Pets

ყველაფერი დაიწყო 1765 წელს, მარცვლეულის წისქვილში, მდინარე სინგოლდზე, ვერიგენში, გერმანიაში, როდესაც ერთ-ერთმა ბავარიულმა, მიულერების ოჯახმა გადაწყვიტა, ჯერ მხოლოდ საკუთარი ძაღლებისთვის, გამოეგონებინათ პირველი სრული მშრალი საკვები, მარცვლეულისა და გამომშრალი ხორცის შერევით. დროთა განმავლობაში, საოჯახო ბიზნესის, Interquell-ის სახელით, მასშტაბები სწრაფად გაიზარდა. ინოვატორმა კომპანიამ, როგორც მსოფლიოში პირველებმა, რომლებმაც შექმნეს პირველი მშრალი საკვები ძაღლებისთვის, სახელი სწრაფად გაითქვა და ასე დაიბადა Happy dog & Happy cat - „ინტერქუელის“ ბრენდი, რომელიც ძაღლისა და კატის საკვების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდი გახდა. კომპანია დღემდე მიულერების ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენს. გენერალური დირექტორი გახლავთ გეორგ მიულერი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს საკვების წარმოებასა და ხარისხს, სისტემატიურად ხდება პროდუქციის შემოწმება ალტერნატიული ხარისხის ლაბორატორიაში. დღემდე, HappyDog-ს და HappyCat-ს აქვს ერთადერთი ქარხანა, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში მდებარეობს და პროდუქტი სხვა ქვეყანაში არ იწარმოება. გლობალური ყოფნა რეცეპტები, ინგრედიენტები და დანამატები წლების განმავლობაში იხვეწებოდა და იხვეწება დღემდე, უახლეს სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით და სპეციალური კვლევების შესაბამისად. საბოლოოდ, მსგავსმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ Happy Dog-მა პირველი ადგილი დაიკავა ძაღლების მშრალი საკვების სექტორში, გერმანიის სპეციალიზებულ ცხოველთა მაღაზიებში. Happy Dog-ის საკმაოდ მოთხოვნადმა პროდუქტებმა ვერინგენიდან დანარჩენ მსოფლიოშიც იპოვა თავისი ადგილი და ახლა, უკვე Happy Dog ხელმისაწვდომია ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში და რაც მთავარია, საქართველოშიც! საქართველო - ბედნიერი ძაღლებისთვის საქართველო, 2019 წელს, 77-ე პარტნიორი ქვეყანა გახდა, რომლის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, გერმანელებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობასა და სიახლეების დანერგვას. საქართველოში არსებულ ბრენდებს შორის, Happy dog & Happy cat -ს გააჩნია ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მორგებულია ყველანაირ საჭიროებაზე. ამასთანავე დიფერენცირებულია საფასო სეგმენტიც - Happy dog & Happy cat აქვს ორი FIT and VITAL და Naturqroq ხაზი - ბიუჯეტური და ნაკლებად ბიუჯეტური. და კიდევ რაც უნდა ვიცოდეთ: აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ სახმელეთო გზით, რათა არ მოხდეს საკვების დანესტიანება და რა თქმა უნდა, საქართველოშიც პროდუქცია ინახება სრული წესების დაცვით, სამაცივრე საწყობში, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის ქვეშ. ხარისხი და უსაფრთხოება ცხოველების ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიანობა ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომპანია ფოკუსირებულია ზომიერ ენერგეტიკულ შემცველობაზე, რომელიც ადაპტირებულია კატებისა და ძაღლების მოთხოვნებთან. ბევრი კონკურენტი პროდუქტისგან განსხვავებით, Happy Dog და Happy Cat იწარმოება მცენარეული ცილის შემცვლელების გარეშე, როგორიცაა სოიო, და ასევე არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს. ნედლეული, რომელიც საკვების დამზადებისას გამოიყენება არის 100%-ით ნატურალური და მხოლოდ ადგილობრივი ფერმერებისგან მოწოდებული; წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად და ყველა რეცეპტი ექვემდებარება ხარისხის მკაცრ კონტროლს. Happy dog - ის ბედნიერი ძაღლები Happy dog - ის პროდუქციაზე გაზრდილა არაერთი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ დღემდე Happy dog არის ყველაზე პოპულარული ბრენდი, რომლის საკვებსაც იყენებენ სპეციალიზებული საშენები და მწვრთნელები. მათ შორის საქართველოშიც ყველაზე ცნობილი მაშველი ძაღლებიც, ჰეფი დოგით იკვებებიან. ჰეფი დოგის საკვები ძაღლის ჯანმრთელობის, მყარი იმუნიტეტის, ბზინვარე ბეწვის, ჯანმრთელი კანის, მოწესრიგებული კუჭ-ნაწლავის და ჯანსაღი სახსრების გარანტია. Კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპანია გამოირჩევა მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს მიმართ. მხოლოდ ერთი მაგალითი საკმარისია ამის დასადასტურებლად, უკვე მრავალი წელია კომპანიამ შექმნა მარცვლეულის გარეშე პროდუქტი - Happy Dog Africa, რომლის შეძენის შემთხვევაში, ნებისმიერი მომხმარებელი ავტომატურად ერთვება მსოფლიოს საქველმოქმედო აქციაში, ამ პროდუქტის შეძენისას გადახდილი თანხის 2% აფრიკის SOS ბავშვთა სოფლებს ერიცხება. ამჯერად, შემოწირულობა აფრიკელი ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომლობას უზრუნველყოფს. იმ უამრავი საქველმოქმედო და ეკომეგობრული პროქტებისა, რომელსაც ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს, საქარველოც, რა თქმა უნდა, იზიარებს ამ მიდგომებს და კომპანია არაერთი საქველმოქმედო აქციის/პროექტის/ღონისძიების სპონსორი, მხარდამჭერი და ხშირ შემთხვევაში ოგანიზატორიც ყოფილა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელი ძაღლი არის ბედნიერი ძაღლი“.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • საკვების წონა4 კგ
  • შემადგენლობა,არომატიფრინველი, ბრინჯი
  • ცხოველის ასაკი6 თვიდან
  • ბრენდიHappy Dog
  • ბრენდის წარმომავლობაგერმანია
  • კვების რეჟიმიჯანმრთელი ღვიძლი
  • ცხოველის ზომასაშუალო, დიდი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.