უფასო მიწოდება
რჩეული ცილა: ბატკანი და ბრინჯი; რეკომენდირებულია სენსიტიური, ალერგიული ლეკვებისთვის; უგლუტენო რეცეპტი;
აძლიერებს იმუნურ სისტემას; იდეალურია კანისთვის და ბეწვისთვის; გულის ფორმის უნიკალური კროკეტები; ადვილად მოსანელებელი; არ შეიცავს ფრინველის ხორცს;
მოცულობა: 10 კგ
არომატი: ბატკნის ხორცი და ბრინჯი
ძაღლის ასაკი: ლეკვი
ძაღლის ზომა: პატარა
ანალიტიკური შემადგენლობა:
ნედლი ცილა 30,0%, ნედლი ცხიმი 16,0%, ნედლი ბოჭკოვანი 3,0%, ნედლი ნაცარი 7,5%, კალციუმი 1,6%, ფოსფორი 1,05%, ნატრიუმი 0,4%, კალიუმი 0,6%, მაგნიუმი 0,08%, ომეგა-25% ცხიმოვანი მჟავები ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები 0.3%
დანამატები:
ვიტამინები/კგ:
ვიტამინი A (3a672a) 17000 სე, ვიტამინი D3 (3a671) 1000 სე, ვიტამინი E (ყველა რას-ალფა-ტოკოფერილის აცეტატი 3a700) 125 მგ, ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი 3a821) (8 მგ 225 ვიტამინი B) ) 4 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 3a831) 4 მგ, ბიოტინი (3a880) 495 მკგ, კალციუმის D-პანტოტენატი (3a841) 10 მგ, ნიაცინი (3a314) 50 მგ, ფოლიუმის მჟავა (3a37 მ2, ვიტამინი B21) ვიტამინი C (ნატრიუმის კალციუმის ასკორბილფოსფატი 3a312) 30 მგ, ქოლინის ქლორიდი (3a890) 55 მგ.
მიკროელემენტები/კგ:
რკინა (რკინა(II) სულფატი, მონოჰიდრატი 3b103) 65 მგ, სპილენძი (სპილენძის(II) სულფატის პენტაჰიდრატი 3b405) 14 მგ, თუთია (თუთიის ოქსიდი 3b603 100 მგ, ამინომჟავა თუთიის ქელატი, ჰიდრატი 6250 მგ) 125 მგ, მანგანუმი (მანგანუმის (II) ოქსიდი 3b502) 30 მგ, იოდი (კალციუმის იოდატი, უწყლო 3b202) 2.5 მგ, სელენი (ნატრიუმის სელენიტი 3b801) 0.2 მგ.
ამინომჟავები/კგ:
L-ტრიპტოფანი (3c440) 1000 მგ/კგ. ანტიოქსიდანტები, ტოკოფეროლის ექსტრაქტები მცენარეული ზეთებიდან 1b306(i). სელენიტი) 0.15 მგ, ანტიოქსიდანტი; ტოკოფეროლის მდიდარი ექსტრაქტები მცენარეული ზეთებისგან 1b306 (i).
Happy Dog Sensible Puppy Lamb & Rice
ჩვენ, მხოლოდ საუკეთესო გვინდა ჩვენი პატარა ოთხფეხა მეგობრებისთვის. განსაკუთრებით პირველ რამდენიმე კვირაში მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტა, რომელიც ოპტიმალურად იქნება მორგებული ლეკვების საჭიროებებზე. ჩვენი Happy Dog Sensible Puppy Lamb & Rice აერთიანებს გემრიელ ბატკნის ხორცს და ადვილად მოსანელებელ ბრინჯს. ფრინველის გარეშე რეცეპტი განსაკუთრებით შესაფერისია მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავების მქონე ძაღლებისთვის.
ფორმულაში შემავალი ახალი ზელანდიური მიდიები ხელს უწყობს ძვლების, მყესების, ლიგატებისა და სახსრების ჰარმონიულ ზრდას და ჯანსაღ განვითარებას. ცხიმებისა და ცილების ოპტიმალური თანაფარდობა, თქვენი პატარას ორგანიზმს ანიჭებს ყველაფერს რაც მას სჭირდება სრულფასოვნად გაზრდაში და ჩამოყალიბებაში;
რა სარგებელი მოაქვს Sensible Puppy Lamb & Rice-ს?
ფრინველის და გლუტენის გარეშე რეცეპტი;
დანამატების გარეშე;
განსაკუთრებით ადვილად მოსანელებელი;
სრულიად დაბალანსებული საკვები;
აძლიერებს იმუნურ სისტემას
რამდენ ხანს უნდა იკვებებოდეს ლეკვი, Sensible Puppy Lamb & Rice-ით?
ლეკვი უნდა ვკვებოთ სიცოცხლის მე-4 კვირიდან – მე-6 თვის ჩათვლით. ხოლო სიცოცხლის მე-7 თვიდან ლეკვის საკვები თანდათან უნდა შევცვალოთ Happy Dog Sensible Junior Lamb & Rice-ით . რადგანაც ახალგაზრდა ძაღლის ფაზაში, თქვენი ოთხფეხა მეგობარი უფრო ნელა იზრდება – და ამიტომ სჭირდება ნაკლებად კალორიული საკვები.
რატომ აქვთ გულის ფორმის კროკეტებს შუაში ნახვრეტი?
კროკეტების განსაკუთრებული ფორმა აადვილებს ღეჭვის პროცესს, ის იოლად იშლება პირის ღრუში, შესაბამისად ადვილად მოსანელებელი ხდება.
ყველაფერი დაიწყო 1765 წელს, მარცვლეულის წისქვილში, მდინარე სინგოლდზე, ვერიგენში, გერმანიაში, როდესაც ერთ-ერთმა ბავარიულმა, მიულერების ოჯახმა გადაწყვიტა, ჯერ მხოლოდ საკუთარი ძაღლებისთვის, გამოეგონებინათ პირველი სრული მშრალი საკვები, მარცვლეულისა და გამომშრალი ხორცის შერევით.
დროთა განმავლობაში, საოჯახო ბიზნესის, Interquell-ის სახელით, მასშტაბები სწრაფად გაიზარდა. ინოვატორმა კომპანიამ, როგორც მსოფლიოში პირველებმა, რომლებმაც შექმნეს პირველი მშრალი საკვები ძაღლებისთვის, სახელი სწრაფად გაითქვა და ასე დაიბადა Happy dog & Happy cat - „ინტერქუელის“ ბრენდი, რომელიც ძაღლისა და კატის საკვების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდი გახდა. კომპანია დღემდე მიულერების ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენს. გენერალური დირექტორი გახლავთ გეორგ მიულერი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს საკვების წარმოებასა და ხარისხს, სისტემატიურად ხდება პროდუქციის შემოწმება ალტერნატიული ხარისხის ლაბორატორიაში.
დღემდე, HappyDog-ს და HappyCat-ს აქვს ერთადერთი ქარხანა, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში მდებარეობს და პროდუქტი სხვა ქვეყანაში არ იწარმოება.
გლობალური ყოფნა
რეცეპტები, ინგრედიენტები და დანამატები წლების განმავლობაში იხვეწებოდა და იხვეწება დღემდე, უახლეს სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით და სპეციალური კვლევების შესაბამისად. საბოლოოდ, მსგავსმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ Happy Dog-მა პირველი ადგილი დაიკავა ძაღლების მშრალი საკვების სექტორში, გერმანიის სპეციალიზებულ ცხოველთა მაღაზიებში. Happy Dog-ის საკმაოდ მოთხოვნადმა პროდუქტებმა ვერინგენიდან დანარჩენ მსოფლიოშიც იპოვა თავისი ადგილი და ახლა, უკვე Happy Dog ხელმისაწვდომია ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში და რაც მთავარია, საქართველოშიც!
საქართველო - ბედნიერი ძაღლებისთვის
საქართველო, 2019 წელს, 77-ე პარტნიორი ქვეყანა გახდა, რომლის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, გერმანელებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობასა და სიახლეების დანერგვას.
საქართველოში არსებულ ბრენდებს შორის, Happy dog & Happy cat -ს გააჩნია ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მორგებულია ყველანაირ საჭიროებაზე.
ამასთანავე დიფერენცირებულია საფასო სეგმენტიც - Happy dog & Happy cat აქვს ორი FIT and VITAL და Naturqroq ხაზი - ბიუჯეტური და ნაკლებად ბიუჯეტური.
და კიდევ რაც უნდა ვიცოდეთ:
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ სახმელეთო გზით, რათა არ მოხდეს საკვების დანესტიანება და რა თქმა უნდა, საქართველოშიც პროდუქცია ინახება სრული წესების დაცვით, სამაცივრე საწყობში, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის ქვეშ.
ხარისხი და უსაფრთხოება
ცხოველების ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიანობა ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომპანია ფოკუსირებულია ზომიერ ენერგეტიკულ შემცველობაზე, რომელიც ადაპტირებულია კატებისა და ძაღლების მოთხოვნებთან.
ბევრი კონკურენტი პროდუქტისგან განსხვავებით, Happy Dog და Happy Cat იწარმოება მცენარეული ცილის შემცვლელების გარეშე, როგორიცაა სოიო, და ასევე არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს.
ნედლეული, რომელიც საკვების დამზადებისას გამოიყენება არის 100%-ით ნატურალური და მხოლოდ ადგილობრივი ფერმერებისგან მოწოდებული; წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად და ყველა რეცეპტი ექვემდებარება ხარისხის მკაცრ კონტროლს.
Happy dog - ის ბედნიერი ძაღლები
Happy dog - ის პროდუქციაზე გაზრდილა არაერთი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ დღემდე Happy dog არის ყველაზე პოპულარული ბრენდი, რომლის საკვებსაც იყენებენ სპეციალიზებული საშენები და მწვრთნელები. მათ შორის საქართველოშიც ყველაზე ცნობილი მაშველი ძაღლებიც, ჰეფი დოგით იკვებებიან.
ჰეფი დოგის საკვები ძაღლის ჯანმრთელობის, მყარი იმუნიტეტის, ბზინვარე ბეწვის, ჯანმრთელი კანის, მოწესრიგებული კუჭ-ნაწლავის და ჯანსაღი სახსრების გარანტია.
Კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
კომპანია გამოირჩევა მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს მიმართ. მხოლოდ ერთი მაგალითი საკმარისია ამის დასადასტურებლად, უკვე მრავალი წელია კომპანიამ შექმნა მარცვლეულის გარეშე პროდუქტი - Happy Dog Africa, რომლის შეძენის შემთხვევაში, ნებისმიერი მომხმარებელი ავტომატურად ერთვება მსოფლიოს საქველმოქმედო აქციაში, ამ პროდუქტის შეძენისას გადახდილი თანხის 2% აფრიკის SOS ბავშვთა სოფლებს ერიცხება. ამჯერად, შემოწირულობა აფრიკელი ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომლობას უზრუნველყოფს.
იმ უამრავი საქველმოქმედო და ეკომეგობრული პროქტებისა, რომელსაც ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს, საქარველოც, რა თქმა უნდა, იზიარებს ამ მიდგომებს და კომპანია არაერთი საქველმოქმედო აქციის/პროექტის/ღონისძიების სპონსორი, მხარდამჭერი და ხშირ შემთხვევაში ოგანიზატორიც ყოფილა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელი ძაღლი არის ბედნიერი ძაღლი“
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.