კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Happy dog, ძაღლის მშრალი დიეტური საკვები, ქათმის ხორცით, 12 კგHappy dog, ძაღლის მშრალი დიეტური საკვები, ქათმის ხორცით, 12 კგ
Happy dog, ძაღლის მშრალი დიეტური საკვები, ქათმის ხორცით, 12 კგ

უფასო მიწოდება

258.00
Happy dog, ძაღლის მშრალი დიეტური საკვები, ქათმის ხორცით, 12 კგ  happy dog, dzaghlis mshrali dieTuri sakvebi, qatmis khorcit, 12 kg - ვარიაცია 1 Happy dog, ძაღლის მშრალი დიეტური საკვები, ქათმის ხორცით, 12 კგ  happy dog, dzaghlis mshrali dieTuri sakvebi, qatmis khorcit, 12 kg - ვარიაცია 1

Happy dog, ძაღლის მშრალი დიეტური საკვები, ქათმის ხორცით, 12 კგ

ID: 4001967152623

Happy Pets

 

Happy Dog

 

ვეტერინატული გამის დიეტური საკვები. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დროებითი ან მუდმივი დარღვევების შემთხვევაში, ნაწლავების აბსორბაციის დროს; ქათამის ხორცი, ბრინჯი, ფრინველის ცხიმი და კვერცხი; კუჭ-ნაწლავების ფლორის გასაძლიერებლად; უგლუტენო რეცეპტი; ადვილად ასათვისებელი; 26 % პროტეინი; 12 % ცხიმი;

 

მოცულობა: 12 კგ

 

არომატი: ქათმის ხორცით, ბრინჯით და კვერცხით

 

ძაღლის ასაკი: 6 თვიდან

 

ძაღლის ზომა: უნივერსალი

258.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

შემადგენლობა

ანალიტიკური კომპონენტები

ნედლი ცილა 26.0%, ნედლი ცხიმი 12.0%, ნედლი ბოჭკოვანი 2.5%, ნედლი ნაცარი 7.5%, კალციუმი 1.6%, ფოსფორი 1.0%, ნატრიუმი 0.35%, კალიუმი 0.75%, მაგნიუმი 0.07%, ომეგა-30% ცხიმოვანი მჟავა. ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები 0.3%

დანამატები

ვიტამინები/კგ:
ვიტამინი A (3a672a) 17000 სე, ვიტამინი D3 (3a671) 1000 სე, ვიტამინი E (ყველა რას-ალფა-ტოკოფერილის აცეტატი 3a700) 125 მგ, ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი 3a821) (8 მგ 225 ვიტამინი B) ) 4 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 3a831) 4 მგ, ბიოტინი (3a880) 490 მკგ, კალციუმის D-პანტოტენატი (3a841) 10 მგ, ნიაცინი (3a314) 50 მგ, ვიტამინი B12 70 ჩოლინი 5 მკგ.

მიკროელემენტები/კგ:
რკინა (რკინა(II) სულფატი, მონოჰიდრატი 3b103) 50 მგ, სპილენძი (სპილენძის(II) სულფატის პენტაჰიდრატი 3b405) 10 მგ, თუთია (თუთიის ოქსიდი 3b603 75 მგ, ამინომჟავა თუთიის ქელატი, ჰიდრატი 3b405) 100 მგ, მანგანუმი (მანგანუმის (II) ოქსიდი 3b502) 25 მგ, იოდი (კალციუმის იოდატი, უწყლო 3b202) 2 მგ, სელენი (ნატრიუმის სელენიტი 3b801) 0.1 მგ

ანტიოქსიდანტები, ტოკოფეროლის ექსტრაქტები მცენარეული ზეთებიდან 1b306(i)

Happy dog, ძაღლის მშრალი დიეტური საკვები, ქათმის ხორცით, 12 კგ

ვეტერინარული დიეტა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების დროს.

Happy Dog VET Diet Intestinal გამოიყენება მწვავე და ქრონიკული კუჭ-ნაწლავის დარღვევების რეგულირებისათვის ახალგაზრდა ძაღლებში, 6 თვის ასაკიდან. უგლუტენო რეცეპტი შეიცავს კალიუმის და ნატრიუმის გაზრდილ რაოდენობას და ხასიათდება  განსაკუთრებით კარგად ტოლერანტული ინგრედიენტებით, როგორიცაა ქათამის ხორცი, ბრინჯი, ფრინველის ცხიმი და კვერცხი. რაც ეფექტურად ამცირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დატვირთვას და ანაზღაურებს ნატრიუმის და კალიუმის ჭარბ დანაკარგს ორგანიზმში.

ფასეული საკვები უჯრედისი ბოჭკოები, ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ოპტიმალურ ბალანსს და წყლის შეკავებას  განავლის კონსისტენციის სტაბილიზაციისათვის.

საფუარის ინულინი და მანან-ოლიგოსაქარიდები (MOS) ხელს უწყობს ნაწლავის ფლორის რეგენერაციას.

Natural Life Concept® შემავალი გვირილა და ქინძი ტრადიციულად გამოიყენება დანამატების სახით, კუჭ-ნაწლავის დაავადებების კლასიკური თერაპიის დროს.

Happy Dog VET Diet Intestinal-ი ხელმისაწვდომია მხოლოდ, ვეტერინარული რეკომენდაციით.

დანიშნულება: საჭმლის მონელების სისტემის დატვირთვის შემცირება და საჭმლის მონელების ფუნქციის უკმარისობის კომპენსაცია.

ძირითადი თვისებები:

საკვები ნივთიერებების უკეთესი შეწოვადობა;
მაღალი ათვისება;
გლუტეინისა და მარცვლეულის გარეშე;
ფორმირებული განავლის სტაბილიზაცია და კუჭნაწლავის მიკროფლორის შენარჩუნება, დიეტური უჯრედის წყალობით;
ცხიმის ზომიერი რაოდენობა ამცირებს კუჭ-ნაწლავის სისტემის დატვირთვას.
რეკომენდებული კურსი: 3-დან 12 კვირამდე, კუჭქვეშა ჯირკვალის უკმარისობის დროს -მთელი ცხოვრება.

ჩვენებები: კუჭ-ნაწლავის მწვავე და ქრონიკული დაავადების დროს.

უკუჩვენებები: მწვავე პანკრეატიტი, ჰიპერლიპიდემია, დაავადებები, რომელთა დროს საჭირო მნიშვნელოვნად შემცირდეს ცხიმის რაოდენობა, 6 თვემდე ლეკვები, მაკეობა, ლაქტაცია.

Happy Pets

ყველაფერი დაიწყო 1765 წელს, მარცვლეულის წისქვილში, მდინარე სინგოლდზე, ვერიგენში, გერმანიაში, როდესაც ერთ-ერთმა ბავარიულმა, მიულერების ოჯახმა გადაწყვიტა, ჯერ მხოლოდ საკუთარი ძაღლებისთვის, გამოეგონებინათ პირველი სრული მშრალი საკვები, მარცვლეულისა და გამომშრალი ხორცის შერევით.
დროთა განმავლობაში,  საოჯახო ბიზნესის, Interquell-ის სახელით, მასშტაბები სწრაფად გაიზარდა. ინოვატორმა კომპანიამ, როგორც მსოფლიოში პირველებმა,  რომლებმაც შექმნეს პირველი მშრალი საკვები ძაღლებისთვის, სახელი სწრაფად გაითქვა და ასე დაიბადა Happy dog & Happy cat - „ინტერქუელის“ ბრენდი, რომელიც  ძაღლისა და კატის  საკვების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდი გახდა. კომპანია დღემდე მიულერების ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენს. გენერალური დირექტორი გახლავთ გეორგ მიულერი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს საკვების წარმოებასა და ხარისხს, სისტემატიურად ხდება პროდუქციის შემოწმება ალტერნატიული ხარისხის ლაბორატორიაში.
დღემდე, HappyDog-ს და HappyCat-ს აქვს ერთადერთი ქარხანა, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში მდებარეობს და პროდუქტი სხვა ქვეყანაში არ იწარმოება.

გლობალური ყოფნა
რეცეპტები, ინგრედიენტები და დანამატები წლების განმავლობაში იხვეწებოდა და იხვეწება დღემდე, უახლეს სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით და სპეციალური კვლევების შესაბამისად. საბოლოოდ, მსგავსმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ Happy Dog-მა პირველი ადგილი დაიკავა ძაღლების მშრალი საკვების სექტორში, გერმანიის სპეციალიზებულ ცხოველთა მაღაზიებში. Happy Dog-ის საკმაოდ მოთხოვნადმა პროდუქტებმა ვერინგენიდან დანარჩენ მსოფლიოშიც იპოვა თავისი ადგილი და ახლა, უკვე  Happy Dog ხელმისაწვდომია ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში და რაც მთავარია, საქართველოშიც!

საქართველო - ბედნიერი ძაღლებისთვის
საქართველო, 2019 წელს,  77-ე პარტნიორი ქვეყანა გახდა,  რომლის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, გერმანელებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობასა და სიახლეების დანერგვას.
საქართველოში არსებულ ბრენდებს შორის, Happy dog & Happy cat -ს გააჩნია ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მორგებულია ყველანაირ საჭიროებაზე.
ამასთანავე დიფერენცირებულია საფასო სეგმენტიც -  Happy dog & Happy cat  აქვს  ორი  FIT and  VITAL და Naturqroq ხაზი - ბიუჯეტური და ნაკლებად ბიუჯეტური.
და კიდევ რაც უნდა ვიცოდეთ:
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ სახმელეთო გზით, რათა არ მოხდეს საკვების დანესტიანება და რა თქმა უნდა, საქართველოშიც პროდუქცია ინახება სრული წესების დაცვით, სამაცივრე საწყობში, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის ქვეშ.


ხარისხი და უსაფრთხოება
ცხოველების ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიანობა ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომპანია ფოკუსირებულია ზომიერ ენერგეტიკულ შემცველობაზე, რომელიც ადაპტირებულია კატებისა და ძაღლების მოთხოვნებთან.
ბევრი კონკურენტი პროდუქტისგან განსხვავებით, Happy Dog და Happy Cat იწარმოება მცენარეული ცილის შემცვლელების გარეშე, როგორიცაა სოიო, და ასევე არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს. 
ნედლეული, რომელიც საკვების დამზადებისას გამოიყენება არის 100%-ით ნატურალური და მხოლოდ ადგილობრივი ფერმერებისგან მოწოდებული; წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად და ყველა რეცეპტი ექვემდებარება ხარისხის მკაცრ კონტროლს.

Happy dog - ის ბედნიერი ძაღლები
Happy dog - ის პროდუქციაზე გაზრდილა არაერთი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ დღემდე Happy dog არის ყველაზე პოპულარული ბრენდი, რომლის საკვებსაც იყენებენ სპეციალიზებული საშენები და მწვრთნელები. მათ შორის საქართველოშიც ყველაზე ცნობილი მაშველი ძაღლებიც, ჰეფი დოგით იკვებებიან.
ჰეფი დოგის საკვები ძაღლის ჯანმრთელობის, მყარი იმუნიტეტის, ბზინვარე ბეწვის, ჯანმრთელი კანის, მოწესრიგებული კუჭ-ნაწლავის და  ჯანსაღი სახსრების გარანტია.

Კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
კომპანია გამოირჩევა მაღალი კორპორაციული სოციალური  პასუხისმგებლობით ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს მიმართ. მხოლოდ ერთი მაგალითი საკმარისია ამის დასადასტურებლად, უკვე მრავალი წელია კომპანიამ შექმნა მარცვლეულის გარეშე პროდუქტი - Happy Dog Africa, რომლის შეძენის შემთხვევაში, ნებისმიერი მომხმარებელი ავტომატურად ერთვება მსოფლიოს საქველმოქმედო აქციაში, ამ პროდუქტის შეძენისას გადახდილი თანხის 2%  აფრიკის SOS ბავშვთა სოფლებს ერიცხება. ამჯერად, შემოწირულობა აფრიკელი ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომლობას უზრუნველყოფს.
იმ უამრავი საქველმოქმედო და ეკომეგობრული პროქტებისა, რომელსაც ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს, საქარველოც, რა თქმა უნდა, იზიარებს ამ მიდგომებს და კომპანია არაერთი საქველმოქმედო აქციის/პროექტის/ღონისძიების სპონსორი, მხარდამჭერი და ხშირ შემთხვევაში ოგანიზატორიც ყოფილა.


„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელი ძაღლი არის ბედნიერი ძაღლი“


 
 

დამატებითი მახასიათებლები

  • ბრენდიHappy Dog
  • წონა12 კგ
  • ცხოველის ასაკი6 თვიდან
  • არომატიქათმის ხორცი
  • ბრენდის წარმომავლობაგერმანია
  • კვების რეჟიმიდიეტური
  • ცხოველის ზომასაშუალო, დიდი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.