კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Happy dog, ზრდასრული ძაღლის დიეტური მშრალი საკვები, ქათმითა და ინდაურით, 12 კგHappy dog, ზრდასრული ძაღლის დიეტური მშრალი საკვები, ქათმითა და ინდაურით, 12 კგ
Happy dog, ზრდასრული ძაღლის დიეტური მშრალი საკვები, ქათმითა და ინდაურით, 12 კგ

უფასო მიწოდება

197.00
Happy dog, ზრდასრული ძაღლის დიეტური მშრალი საკვები, ქათმითა და ინდაურით, 12 კგ  happy dog, zrdasruli dzaghlis dieTuri mshrali sakvebi, qatmita da indaurit, 12 kg - ვარიაცია 1 Happy dog, ზრდასრული ძაღლის დიეტური მშრალი საკვები, ქათმითა და ინდაურით, 12 კგ  happy dog, zrdasruli dzaghlis dieTuri mshrali sakvebi, qatmita da indaurit, 12 kg - ვარიაცია 1

Happy dog, ზრდასრული ძაღლის დიეტური მშრალი საკვები, ქათმითა და ინდაურით, 12 კგ

ID: 4001967135459

Happy Pets

 

Happy Dog

 

ცილების დაბალანსებული მრავალფეროვნება; ფრინველი (ქათამი, ინდაური, იხვი) ბატკანი, ორაგული, ზღვის თევზი, კვერცხი  და   ახალზელანდიური მიდიები; ჭარბწონიანი, სტერილური, კასტრირებული ზრდასრული ძაღლებისთვის; L-კარნიტინით მეტაბოლიზმის გასააქტიურებლად; მხოლოდ 7% ცხიმით; სრულყოფილი კვება 11კგ-დან, ზრდასრული ძაღლებისთვის;

 

მოცულობა: 12 კგ

 

არომატი: ქათამი, ინდაური, იხვი, ორაგული, ზღვის თევზი, ბატკანი, კვერცხი  და ახალზელანდიური მიდიები;

 

ძაღლის ასაკი: ზრდასრული

 

ძაღლის ზომა: დიდი

197.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

შემადგენლობა

ანალიტიკური შემადგენლობა:

ნედლი ცილა 25.5%, ნედლი ცხიმი 7.0%, ნედლი ბოჭკოვანი 6.0%, ნედლი ნაცარი 6.5%, კალციუმი 1.4%, ფოსფორი 0.9%, ნატრიუმი 0.4%, კალიუმი 0.55%, მაგნიუმი 0.08%, ომეგა-1.8% ცხიმოვანი მჟავები. ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები 0.2%.

დანამატები:

ვიტამინები/კგ:

ვიტამინი A (3a672a) 12000 სე, ვიტამინი D3 (3a671) 1000 სე, ვიტამინი E (3a700) 75 მგ, ვიტამინი B1 (3a821) 4 მგ, ვიტამინი B2 (3a825ii) 6 მგ, ვიტამინი B6 (3a831) მგ, ბიოტინი (3a880) 575 მკგ, კალციუმის D-პანტოტენატი (3a841) 10 მგ, ნიაცინი (3a314) 40 მგ, ვიტამინი B12 70 მკგ, ქოლინის ქლორიდი (3a890) 60 მგ, L – კარნიტინი (32000 მგ).

მიკროელემენტები/კგ:

რკინა (როგორც 3b103, 3b106) 105 მგ, სპილენძი (როგორც 3b405, 3b406) 10 მგ, თუთია (როგორც 3b603, 3b606, 3b607) 105 მგ, მანგანუმი (როგორც 3b2504, როგორც 3b504, i) 3b202) 2 მგ, სელენი (როგორც 3b801, 3b8.12) 0.15 მგ. ანტიოქსიდანტები, ტოკოფეროლის ექსტრაქტები მცენარეული ზეთებიდან 1b306(i).

Happy dog, ზრდასრული ძაღლის მშრალი დიეტური საკვები, ქათმითა და ინდაურით, 12 კგ

Happy Dog Fit & Vital Light Calorie Control.

ჭარბწონიანი და ჭარბი წონისკენ მიდრეკილი ძაღლებისთვის.

გსურთ უზრუნველყოთ თქვენს ოთხფეხა მეგობარის ჯანმრთელობა ბუნებრივი და დაბალანსებული გზით? მაშინ Happy Dog fit & vital ხაზის  საკვები სწორედ თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვისაა განკუთვნილი.

ხუთი განსხვავებული პროტეინის კომპონენტი უზრუნველყოფს ცილების ჯანსაღ მრავალფეროვნებას: ორაგული, ზღვის თევზი, კვერცხი, ცხვრის ხორცი და ფრინველი.

ორაგული მდიდარია აუცილებელი ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებით – იდეალურია კანისსიჯანსაღისთვის და ბეწვის ბზინვარებისთვის.
ადვილად ასათვისებელი ზღვის თევზი, ორგანიზმს უამრავ ვიტამინს აწვდის.
კვერცხი, ბიოლოგიურად ღირებულ ცილას, ცხვრის ხორცი კი ბევრ მნიშვნელოვან მინერალს.  ნუტრიენტებით მდიდარი ფრინველი,  ძირითადი პროტეინის წყაროა საკვებში. 

Happy Dog fit & vital Light Calorie Control სრულყოფილად არის მორგებული ძაღლების საჭიროებებზე, რომლებსაც სჭირდებათ უცხიმო საკვები სხეულის  წონის შესანარჩუნებლად, ასევე იდეალურია დიეტის შემდგომ კვებისთვის. ნედლი ბოჭკოს (უჯრედისი) მაღალი შემცველობა (5,5%) ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას.

ეს მსუბუქი და გემრიელი სრულყოფილი საკვები თავისი დაბალი ენერგიის შემცველობით, დამზადებულია უნიკალური Happy Dog Natural Life Concept® მეთოდით და შეიცავს ახალ ზელანდიურ მიდიებს ,ძვალ-კუნთოვანი სისტემის სიჯანსაღისთვის და ლ-კარნიტინს,  კუჭ-ნაწვალის გამართული მუშაობისთვის.

საკვების სწორი რაოდენობით მიღება, მარტივად აალაგებს ჭარბი წონით გამოწვეულ პრობლემებს და დაარეგულირებს მას.

შენიშვნა: თქვენი ძაღლის წონის გრძელვადიანი პერიოდით შენარჩუნებისთვისთვის გირჩევთ ძაღლის ფიზიკურ აქტივობას, ყოველდღე 1-3 საათის განმავლობაში.

Happy Pets

ყველაფერი დაიწყო 1765 წელს, მარცვლეულის წისქვილში, მდინარე სინგოლდზე, ვერიგენში, გერმანიაში, როდესაც ერთ-ერთმა ბავარიულმა, მიულერების ოჯახმა გადაწყვიტა, ჯერ მხოლოდ საკუთარი ძაღლებისთვის, გამოეგონებინათ პირველი სრული მშრალი საკვები, მარცვლეულისა და გამომშრალი ხორცის შერევით.
დროთა განმავლობაში,  საოჯახო ბიზნესის, Interquell-ის სახელით, მასშტაბები სწრაფად გაიზარდა. ინოვატორმა კომპანიამ, როგორც მსოფლიოში პირველებმა,  რომლებმაც შექმნეს პირველი მშრალი საკვები ძაღლებისთვის, სახელი სწრაფად გაითქვა და ასე დაიბადა Happy dog & Happy cat - „ინტერქუელის“ ბრენდი, რომელიც  ძაღლისა და კატის  საკვების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდი გახდა. კომპანია დღემდე მიულერების ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენს. გენერალური დირექტორი გახლავთ გეორგ მიულერი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს საკვების წარმოებასა და ხარისხს, სისტემატიურად ხდება პროდუქციის შემოწმება ალტერნატიული ხარისხის ლაბორატორიაში.
დღემდე, HappyDog-ს და HappyCat-ს აქვს ერთადერთი ქარხანა, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში მდებარეობს და პროდუქტი სხვა ქვეყანაში არ იწარმოება.

გლობალური ყოფნა
რეცეპტები, ინგრედიენტები და დანამატები წლების განმავლობაში იხვეწებოდა და იხვეწება დღემდე, უახლეს სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით და სპეციალური კვლევების შესაბამისად. საბოლოოდ, მსგავსმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ Happy Dog-მა პირველი ადგილი დაიკავა ძაღლების მშრალი საკვების სექტორში, გერმანიის სპეციალიზებულ ცხოველთა მაღაზიებში. Happy Dog-ის საკმაოდ მოთხოვნადმა პროდუქტებმა ვერინგენიდან დანარჩენ მსოფლიოშიც იპოვა თავისი ადგილი და ახლა, უკვე  Happy Dog ხელმისაწვდომია ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში და რაც მთავარია, საქართველოშიც!

საქართველო - ბედნიერი ძაღლებისთვის
საქართველო, 2019 წელს,  77-ე პარტნიორი ქვეყანა გახდა,  რომლის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, გერმანელებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობასა და სიახლეების დანერგვას.
საქართველოში არსებულ ბრენდებს შორის, Happy dog & Happy cat -ს გააჩნია ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მორგებულია ყველანაირ საჭიროებაზე.
ამასთანავე დიფერენცირებულია საფასო სეგმენტიც -  Happy dog & Happy cat  აქვს  ორი  FIT and  VITAL და Naturqroq ხაზი - ბიუჯეტური და ნაკლებად ბიუჯეტური.
და კიდევ რაც უნდა ვიცოდეთ:
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ სახმელეთო გზით, რათა არ მოხდეს საკვების დანესტიანება და რა თქმა უნდა, საქართველოშიც პროდუქცია ინახება სრული წესების დაცვით, სამაცივრე საწყობში, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის ქვეშ.


ხარისხი და უსაფრთხოება
ცხოველების ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიანობა ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომპანია ფოკუსირებულია ზომიერ ენერგეტიკულ შემცველობაზე, რომელიც ადაპტირებულია კატებისა და ძაღლების მოთხოვნებთან.
ბევრი კონკურენტი პროდუქტისგან განსხვავებით, Happy Dog და Happy Cat იწარმოება მცენარეული ცილის შემცვლელების გარეშე, როგორიცაა სოიო, და ასევე არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს. 
ნედლეული, რომელიც საკვების დამზადებისას გამოიყენება არის 100%-ით ნატურალური და მხოლოდ ადგილობრივი ფერმერებისგან მოწოდებული; წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად და ყველა რეცეპტი ექვემდებარება ხარისხის მკაცრ კონტროლს.

Happy dog - ის ბედნიერი ძაღლები
Happy dog - ის პროდუქციაზე გაზრდილა არაერთი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ დღემდე Happy dog არის ყველაზე პოპულარული ბრენდი, რომლის საკვებსაც იყენებენ სპეციალიზებული საშენები და მწვრთნელები. მათ შორის საქართველოშიც ყველაზე ცნობილი მაშველი ძაღლებიც, ჰეფი დოგით იკვებებიან.
ჰეფი დოგის საკვები ძაღლის ჯანმრთელობის, მყარი იმუნიტეტის, ბზინვარე ბეწვის, ჯანმრთელი კანის, მოწესრიგებული კუჭ-ნაწლავის და  ჯანსაღი სახსრების გარანტია.

Კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
კომპანია გამოირჩევა მაღალი კორპორაციული სოციალური  პასუხისმგებლობით ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს მიმართ. მხოლოდ ერთი მაგალითი საკმარისია ამის დასადასტურებლად, უკვე მრავალი წელია კომპანიამ შექმნა მარცვლეულის გარეშე პროდუქტი - Happy Dog Africa, რომლის შეძენის შემთხვევაში, ნებისმიერი მომხმარებელი ავტომატურად ერთვება მსოფლიოს საქველმოქმედო აქციაში, ამ პროდუქტის შეძენისას გადახდილი თანხის 2%  აფრიკის SOS ბავშვთა სოფლებს ერიცხება. ამჯერად, შემოწირულობა აფრიკელი ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომლობას უზრუნველყოფს.
იმ უამრავი საქველმოქმედო და ეკომეგობრული პროქტებისა, რომელსაც ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს, საქარველოც, რა თქმა უნდა, იზიარებს ამ მიდგომებს და კომპანია არაერთი საქველმოქმედო აქციის/პროექტის/ღონისძიების სპონსორი, მხარდამჭერი და ხშირ შემთხვევაში ოგანიზატორიც ყოფილა.


„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელი ძაღლი არის ბედნიერი ძაღლი“


 
 

დამატებითი მახასიათებლები

  • ბრენდიHappy Dog
  • წონა12 კგ
  • ცხოველის ასაკიზრდასრული
  • ბრენდის წარმომავლობაგერმანია
  • ცხოველის ზომასაშუალო, დიდი
  • კვების რეჟიმიჭარბი წონისთვის


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.