კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Happy Cat, 4 კგ. კატების მშრალი საკვები კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის, ქათმითHappy Cat, 4 კგ. კატების მშრალი საკვები კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის, ქათმით
Happy Cat, 4 კგ. კატების მშრალი საკვები კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის, ქათმით

უფასო მიწოდება

106.00
Happy Cat, 4 კგ. კატების მშრალი საკვები კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის, ქათმით  happy cat, 4 kg. kaTebis mshrali sakvebi kuch'-natslavis janmrtelobistvis, qatmit - ვარიაცია 1 Happy Cat, 4 კგ. კატების მშრალი საკვები კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის, ქათმით  happy cat, 4 kg. kaTebis mshrali sakvebi kuch'-natslavis janmrtelobistvis, qatmit - ვარიაცია 1

Happy Cat, 4 კგ. კატების მშრალი საკვები კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის, ქათმით

ID: 4001967153095

Happy Pets

 

Happy Cat

 

Happy Cat, მშრალი საკვები კატებისთვის, 4 კგ

 

არომატი: ქათამი, ბრინჯი

 

წონა: 4 კგ

 

106.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Happy Cat, კატების მშრალი საკვები კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის, ქათმით, 4 კგ

Happy Cat VET Diet Intestinal. კუჭ-ნაწლავის მწვავე და ქრონიკული დარღვევების რეგულირებისთვის; Happy Cat VET Diet Intestinal გამოიყენება კატებში კუჭ-ნაწლავის მწვავე და ქრონიკული დარღვევების დასარეგულირებლად . ეს დიეტა ხასიათდება განსაკუთრებით ადვილად ასათვისებელი ინგრედიენტებით, ზომიერი ცხიმის და ნახშირწყლების შემცველობით, რაც ეფექტურად ათავისუფლებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ღირებული დიეტური ბოჭკოები ხელს უწყობს ნაწლავის ოპტიმალური ფლორის ზრდას და სტაბილიზებს განავლის კონსისტენციას წყლის შებოჭვით. ინგრედიენტები გვირილა და ქინძი, რომლებიც შეიცავს Natural Life Concept ®-ს, ტრადიციულად გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ჩივილების კლასიკური თერაპიის დროს. ადვილად ასათვისებელი ინგრედიენტები განსაკუთრებით კეთილია კუჭისა და ნაწლავების მიმართ ღირებული დიეტური ბოჭკოები ხელს უწყობს განავლის კონსისტენციის სტაბილიზაციას საფუარის ინულინი და მანან-ოლიგოსაქარიდები (MOS) ხელს უწყობს ნაწლავის ფლორის რეგენერაციას დამატებითი ინფორმაცია: Happy Cat VET Diet Intestinal-ის კვებამდე რეკომენდირებულია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან. საუკეთესო ეფექტისთვის მიირთვით მხოლოდ Happy Cat VET Diet intestinal, განიხილეთ ნებისმიერი კვებითი დანამატების საჭიროება თქვენს ვეტერინართან. საკვების რაოდენობა უნდა იყოს ადაპტირებული თქვენი კატის ინდივიდუალურ მეტაბოლიზმზე, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს მისი რაოდენობის შემცირება ან გაზრდა. დღის მანძილზე შესთავაზეთ თქვენს კატას აღნიშნული საკვების რამდენიმე მცირე ულუფები, თუ სხვა რამ არ არის რეკომენდაცია თქვენი ვეტერინარის მიერ; სუფთა წყალი ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს თქვენი კატისთვის; რეკომენდებული კვების პერიოდი: თორმეტ კვირამდე. თუ შველ საკვებს შეურევთ Happy Cat VET Diet Intestinal-ს გთხოვთ გაითვალისწინოთ: 100 გრ სველი საკვები შეესაბამება 23 გ მშრალ საკვებს.

შემადგენლობა

შემადგენლობა: ქათამი* (21%), ბრინჯის ფქვილი (20%), ბრინჯის ცილა* (16%), კარტოფილის ფანტელები, ფრინველის ცხიმი (7%), მზესუმზირის ზეთი, სტაფილო, ჰიდროლიზებული ღვიძლი, ჰიდროლიზებული თევზი*, ცელულოზა, მთლიანი ხმელი კვერცხი (0,5%), რაფსის ზეთი, სიმინდი, კალიუმის ქლორიდი, ვარდკაჭაჭას ფხვნილი (0,15% = 0,1% ინულინი), საფუარი*, ნატრიუმის ქლორიდი, იუკა შიდიგერა, ზღვის მცენარეები*, სელის თესლი*, საფუარი* (გამოღებული, 0,05% = 0,05% MOS), პსილიუმის ქერქი, რძის ეკალი, არტიშოკი, დენდელიონი, კოჭა, ჭინჭრი, გვირილა (0,006%), ქინძი (0,003%), როზმარინი, სალბი, ძირტკბილას ფესვი, თიამი (სულ ხმელი მწვანილი: 0,16%). ანალიტიკური კომპონენტები: ნედლი ცილა 35,5%, ნედლი ცხიმი 14,5%, ნედლი ბოჭკოვანი 2,0%, ნედლი ნაცარი 7,0%, კალციუმი 1,05%, ფოსფორი 0,85%, ნატრიუმი 0,45%, კალიუმი 0,7%, მაგნიუმი 0,07%, მჟავა 30%, ომეგა-6 ცხიმოვანი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები 0.4%, ნახშირწყლები 32.0%.

Happy Pets

ყველაფერი დაიწყო 1765 წელს, მარცვლეულის წისქვილში, მდინარე სინგოლდზე, ვერიგენში, გერმანიაში, როდესაც ერთ-ერთმა ბავარიულმა, მიულერების ოჯახმა გადაწყვიტა, ჯერ მხოლოდ საკუთარი ძაღლებისთვის, გამოეგონებინათ პირველი სრული მშრალი საკვები, მარცვლეულისა და გამომშრალი ხორცის შერევით. დროთა განმავლობაში, საოჯახო ბიზნესის, Interquell-ის სახელით, მასშტაბები სწრაფად გაიზარდა. ინოვატორმა კომპანიამ, როგორც მსოფლიოში პირველებმა, რომლებმაც შექმნეს პირველი მშრალი საკვები ძაღლებისთვის, სახელი სწრაფად გაითქვა და ასე დაიბადა Happy dog & Happy cat - „ინტერქუელის“ ბრენდი, რომელიც ძაღლისა და კატის საკვების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდი გახდა. კომპანია დღემდე მიულერების ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენს. გენერალური დირექტორი გახლავთ გეორგ მიულერი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს საკვების წარმოებასა და ხარისხს, სისტემატიურად ხდება პროდუქციის შემოწმება ალტერნატიული ხარისხის ლაბორატორიაში. დღემდე, HappyDog-ს და HappyCat-ს აქვს ერთადერთი ქარხანა, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში მდებარეობს და პროდუქტი სხვა ქვეყანაში არ იწარმოება. გლობალური ყოფნა: რეცეპტები, ინგრედიენტები და დანამატები წლების განმავლობაში იხვეწებოდა და იხვეწება დღემდე, უახლეს სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით და სპეციალური კვლევების შესაბამისად. საბოლოოდ, მსგავსმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ Happy Dog-მა პირველი ადგილი დაიკავა ძაღლების მშრალი საკვების სექტორში, გერმანიის სპეციალიზებულ ცხოველთა მაღაზიებში. Happy Dog-ის საკმაოდ მოთხოვნადმა პროდუქტებმა ვერინგენიდან დანარჩენ მსოფლიოშიც იპოვა თავისი ადგილი და ახლა, უკვე Happy Dog ხელმისაწვდომია ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში და რაც მთავარია, საქართველოშიც! საქართველო - ბედნიერი ძაღლებისთვის: საქართველო, 2019 წელს, 77-ე პარტნიორი ქვეყანა გახდა, რომლის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, გერმანელებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობასა და სიახლეების დანერგვას. საქართველოში არსებულ ბრენდებს შორის, Happy dog & Happy cat -ს გააჩნია ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მორგებულია ყველანაირ საჭიროებაზე. ამასთანავე დიფერენცირებულია საფასო სეგმენტიც - Happy dog & Happy cat აქვს ორი FIT and VITAL და Naturqroq ხაზი - ბიუჯეტური და ნაკლებად ბიუჯეტური. და კიდევ რაც უნდა ვიცოდეთ: აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ სახმელეთო გზით, რათა არ მოხდეს საკვების დანესტიანება და რა თქმა უნდა, საქართველოშიც პროდუქცია ინახება სრული წესების დაცვით, სამაცივრე საწყობში, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის ქვეშ. ხარისხი და უსაფრთხოება: ცხოველების ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიანობა ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომპანია ფოკუსირებულია ზომიერ ენერგეტიკულ შემცველობაზე, რომელიც ადაპტირებულია კატებისა და ძაღლების მოთხოვნებთან. ბევრი კონკურენტი პროდუქტისგან განსხვავებით, Happy Dog და Happy Cat იწარმოება მცენარეული ცილის შემცვლელების გარეშე, როგორიცაა სოიო, და ასევე არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს. ნედლეული, რომელიც საკვების დამზადებისას გამოიყენება არის 100%-ით ნატურალური და მხოლოდ ადგილობრივი ფერმერებისგან მოწოდებული; წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად და ყველა რეცეპტი ექვემდებარება ხარისხის მკაცრ კონტროლს.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • საკვების წონა4 კგ
  • შემადგენლობა, არომატიქათამი, ბრინჯი
  • ცხოველის ასაკიზრდასრული
  • ბრენდიHappy Cat
  • ბრენდის წარმომავლობაგერმანია
  • კვების რეჟიმიკუჭ-ნაწლავის დაავადებებისთვის


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.