თბილისში მიწოდება 3 საათში
Hanah Home-ის კედლის თარო ელეგანტურობისა და პრაქტიკულობის იდეალური ნაზავია, რომელიც ნებისმიერ ოთახს სტილსა და დახვეწილ იერს სძენს. მაღალი ხარისხით დამუშავებული ხის ზედაპირი და თანამედროვე მეტალის სამაგრები თაროს არა მხოლოდ დეკორატიულ აქცენტად, არამედ საიმედო და გამძლე ელემენტად აქცევს.
მახასიათებლები:
მასალა: მტკიცე ხის თარო და გამძლე მეტალის სამაგრები
დიზაინი: ოქროსა და ყავისფერი ტონების ჰარმონიული შეხამება სივრცეს სითბოსა და ელეგანტურობას მატებს
ზომა: 40 x 15 x 60 სმ კომპაქტური ზომა საშუალებას იძლევა მარტივად მოათავსოთ ვიწრო კედლებზე, კუთხეებთან ან ნებისმიერი ოთახის თავისუფალ მონაკვეთში
Hanah Home - სკანდინავიური ფუნქციურობა თანამედროვე ცხოვრებაში.
Hanah Home ბრენდს სჯერა რომ ვიზუალურთან ერთად პროდუქცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი, პრაქტიკული და აკმაყოფილებდეს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს. ბრენდი დაფუძნებულია სკანდინავიური დიზაინის პრინციპებზე, რასაც სახლში სინათლე, ორგანიზებულობა და ჰარმონიულობა შემოაქვს.
Hanah Home სპეციალიზირებულია ისეთი დიზაინის შექმნაში, რომელიც ითვალისწინებს სივრცის მაქსიმალურ გამოყენებას და ამარტივებს ყოველდღიურ რუტინას. ჭკვიანი თაროები, მრავალფუნქციური მაგიდები - ყოველი პროდუქტი შექმნილია პრაქტიკულობისთვის. ტრადიციული ვიზუალებიდან მიღებული შთაგონების მიუხედავად, ბრენდის მთავარი ყურადღება მიმართულია თანამედროვე ესთეტიკაზე უნიკალური იერის შესაქმნელად.
ხარისხი და მრავალფეროვნება ნებისმიერი სივრცისთვის
Hanah Home-ის ხელმისაწვდომობა და ხარისხი განისაზღვრება მასალების შერჩევით. მაღალი ხარისხის მელამინით დაფარული MDF განაპირობებს სუფთა, ესთეტიკურ ვიზუალს და მდგრადია ნაკაწრებისა და ტენიანობის მიმართ, ამასთანავე, მასალა მარტივია მოსავლელად. ამ ყოველივემ Hanah Home-ს მისცა საშუალება შეექმნა ისეთი ავეჯი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ოთახშია შესაძლებელი - ტენიან აბაზანასა თუ მისაღებში.
Hanah Home დაგეხმარებათ მარტივად გაუმკლავდეთ სახლის მოწყობის გამოწვევებს თქვენი სივრცის ჰარმონიულობისთვის.
Hanah Home ითავსებს ჭკვიან დიზაინს, უნივერსალურ სტილსა და პრაქტიკულობას, რაც ქმნის ორგანიზებული, ჰარმონიული და პრაქტიკული ცხოვრების შესაძლებლობას
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.