ვებსაიტი იყენებს cookie ფაილებს.  გამოყენების პირობები

კატეგორიები
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ყველა კატეგორია
Haakaa მკერდის თავების დამცავი ოვალური ძირითHaakaa მკერდის თავების დამცავი ოვალური ძირით
Haakaa მკერდის თავების დამცავი ოვალური ძირით

უფასო მიწოდება

55.00

Haakaa მკერდის თავების დამცავი ოვალური ძირით

ID: 9420060201741
Haakaa მკერდის თავების დამცავი ოვალური ძირით  haakaa mkerdis tavebis damcavi ovaluri dzirit

Haakaa

 

Haakaa მკერდის თავების დამცავი ოვალური ძირით

 

ხელს უწყობს ნახეთქების შეხორცებას & ამარტივებს ლაქტაციის პროცესს

 

მარტივი სტერილიზაცია მისი ფორმიდან გამომდინარე

 

მასალა: 100% საკვები სილიკონი

 

არ აქვს ჩანართები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას

 

დვრილების დამცავი წნევით მჭიდროდ ემაგრება მკერდს

 

არ შეიცავს BPA

არ შეიცავს PVC

არ შეიცავს ფტალატებს

NaN

55.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Haakaa მკერდის თავების დამცავი ოვალური ძირით

Haakaa - დვრილების დამცავი ოვალური ძირით, სპეციალურად შექმნილია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რომელთაც აქვთ ზედმეტად მგრძნობიარე მკერდი ან დაზიანებული დვრილები, თუმცა არ სურთ ლაქტაციის შეწყვეტა. დვრილების დამცავი წნევით მჭიდროდ ემაგრება მკერდს და იცავს მას დაზიანებისგან. უნიკალური ფორმის დახმარებით, მკერდსა და დამცავს შორის რჩება სივრცე, რაც კვების პროცესს ხდის უმტკივნეულოს და ხელს უწყობს დაზიანებული მკერდის შეხორცებას. ანატომიური სიზუსტით შექმნილი პროდუქტი საშუალებას აძლევს ბავშვს აკონტროლოს რძის ნაკადი, ლაქტაციაზე მყოფ დედას კი ეხმარება ძუძუთი კვების პროცესი გახდეს მეტად უმტკივნეულო და კომფორტული.

გამოყენების წესი:

პირველად პროდუქტის გამოყენებამდე გაწმინდეთ თბილ საპნიანი წყლით შემდეგ დააყოვნეთ ადუღებულ წყალში 5 წუთის განმავლობაში. აუცილებელია დვრილების დამცავის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. დვრილების შესანახი ქეისის გასუფთავებისთვის არ გამოიყენოთ ორთქლის სტერილიზატორი.

ხელით მოუჭირეთ დვრილების დამცავის ზედა ნაწილს, უკან გადაკეცეთ ოვალური ძირი, მოარგეთ მკერდს, შემდეგ კი ოვალური ძირი დაუბრუნეთ თავის საწყის მდგომარეობას, რათა წნევით მიემაგროს მკერდს.

რჩევა: გამოყენებამდე, გამოტუმბეთ ცოტაოდენი რძე, რომ გაუმარტივდეს პატარას კვება.

დამატებითი მახასიათებლები

მოვლა

  • ბრენდიHaakaa
  • მოცულობა1 ცალი
  • ინგრედიენტებისაკვები სილიკონი
  • პროდუქტის ტიპიმკერდის საფენი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.