უფასო მიწოდება
Haakaa პოსტსამშობიარო ნაკრები
უზრუნველყოფს რძის მარტივად, უმტკივნეულოდ & სრულფასოვნად გამოდინებას
პორტატული ფორმა კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას
საფენი უზრუნველყოფს სისუფთავეს და იცავს ტანსაცმელს ლაქებისგან
ეფექტურად შთანთქავს გამოყოფილ რძეს
მასალა: 100% საკვები ხარისხის სილიკონი
თავსახური იცავს პროდუქტს დაბინძურებისგან
არ შეიცავს BPA
არ შეიცავს PVC
არ შეიცავს ფტალატებს
Haakaa - ნაკრები დედებისთვის - White Stopper - სპეციალურად შექმნილია ქალბატონებისთვის, რომელთაც სურთ ლაქტაციის დროს შეინარჩუნონ სისუფთავე და ამავდროულად, რძის შეგროვების პროცესი გახადონ მეტად კომფორტული და ეფექტური.უზრუნველყოფს რძის მარტივად, კომფორტულად და უმტკივნეულოდ გამოწველას. ეს პატარა, დახვეწილი მოწყობილობა იდეალური გამოსავალია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რადგან არ მოითხოვს ზედმეტი დროის დათმობას. მსუბუქი და მოსახერხებელი ფორმის გამო საწველი გამოყენებისას თითქმის არ იგრძნობა, იცავს გაჟონვისგან და მარტივად სუფთავდება.იდეალურად გვირილის ფორმის სილიკონი ერგება რძის ბუნებრივ საწველს და იცავს რძის მოულოდნელი დაღვრისგან.საფენი სპეციალურად დამზადებულია, რძის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. ულტრა შთამნთქმელი შრე ეფექტურად იწოვს რძეს, რაც უზრუნველყოფს სიმშრალეს და იცავს ტანსაცმელს ზედმეტი ლაქებისგან. 100% ნატურალური, ერთჯერადი საფენები, უნიკალური ფორმის დახმარებით, შეუმჩნეველია ტანსაცმლის ქვეშ, რაც მის გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. შეფუთვაში მოთავსებულია 36 საფენი.
აუცილებელია პროდუქტის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში.თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე.
თუ იგრძნობთ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ხელის განმეორებითი მოჭერით შეგიძლიათ დაუბრუნოთ თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდით რძის რაოდენობას, რომ არ გადაივსოს.
რჩევა: რძის ნაკადის გასაძლიერებლად გადაკეცეთ საწველის თავი მის ყელამდე, მოითავსეთ მკერდზე და დააბრუნეთ თავი საწყის მდგომარეობაში, საწველზე ხელის მოჭერით გამოწველეთ რძე.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.