უფასო მიწოდება
Haakaa Penguin სილიკონის ნაზალური ასპირატორი
კომფორტული & უსაფრთხო
მარტივად, ნაზად & უსაფრთხოდ აშორებს ზედმეტ ლორწოს
საწმენდი ჯაგრისი ეფექტურად წმენდს მილის შიდა ზედაპირს
მასალა: 100% საკვები სილიკონი
სტერილიზაცია მარტივია
რკალისებრი წვერი გამოიყენება 0-12 თვემდე, კონუსისებრი წვერი - 12 თვიდან
მასალა: საკვები სილიკონი
არ შეიცავს BPA
არ შეიცავს PVC
არ შეიცავს ფტალატებს
Haakaa - Penguin სილიკონის ნაზალური ასპირატორი სწრაფად, უხმაუროდ და ეფექტურად ხსნის სუნთქვის გაძნელებით გამოწვეულ დისკომფორტს. უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან დამზადებული პროდუქტი, უსაფრთხოდ ასუფთავებს პატარას ცხვირს ზედმეტი ლორწოსგან და უმარტივებს სუნთქვას. ორმაგი სარქველის დახმარებით სითხის უკუდინება ნესტოში არ ხდება, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მის გამოყენებას. პროდუქტს მოყვება ორი ზომის თავაკი, ამიტომ გამოიყენება ახალშობილებში და 12 თვიდან ბავშვებში. მოსახერხებელი ფორმის გამო არ აზიანებს პატარას ცხვირის და მარტივად იწმინდება.
გაასუფთავეთ პროდუქტი დაშლილ მდგომარეობაში გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. თუ ბავშვს აღენიშნება ვირუსოვანი ინფექცია, ყოველი გამოყენების შემდეგ შპრიცი დაუყოვნებლივ უნდა გასტერილდეს. რეკომენდებულია მხოლოდ ხელით ხელით ან ნაზი ჯაგრისით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა, რომ არ დაზიანდეს ასპირატორის ზედაპირი. სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში.
რჩევა: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ნაზალური სითხის მოსაშორებლად. დარწმუნდით რომ ასპირატორის თავაკი კარგად არის მორგებული.
თუ ლორწო არის მშრალი ან წებოვანი, გამოიყენეთ 1-2 წვეთი ფიზიოლოგიური ხსნარი ან დედის რძე მის დასარბილებლად.ჰაერის გამოსადევნად მსუბუქად მოუჭირეთ ასპირატორს ხელი, შემდეგ მოათავსეთ თავაკის ზედა წვერი ნესტოში და ნელ-ნელა შეამცირეთ წნევა.დარჩენილი ლორწოს მოსაშორებლად, კვლავ გაიმეორეთ მოძრაობა. ორმაგი სარქველის დახმარებით სითხე არ დაბრუნდება უკან, ამიტომ გამოყენებისას მსუბუქი შეკუმშვების შეწყვეტა არ არის საჭირო.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.