უფასო მიწოდება
Haakaa Happii Bear ბავშვის ელექტრო ქლიბი
ასაკი: 0 თვიდან(თავაკების შესაბამისად)
უსაფრთხო & მარტივად გამოსაყენებელი
LED განათება & დაბალი ხმა უზრუნველყოფს ფრჩხილების კომფორტულ და უსაფრთხო მოვლას
იმუხტება USB კაბელის დახმარებით
არ შეიცავს BPA
Haakaa - Happii Bear ფრჩხილის მოვლის ნაკრების გამოყენებით ფრჩხილების მოვლა გაცილებით სწრაფი, მარტივი და ეფექტურია. აპარატის პოლარული დათვის დიზაინი სპეციალურად შექმნილია ბავშვის ყურადღების მისაპყრობად, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს ფრჩხილის მოვლის პროცესს. პროდუქტის ერგონომიული ფორმა ამცირებს დისკომფორტისა და დაზიანების რისკს, ხოლო LED განათება და დაბალი ხმა, უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გამოყენებას, ბავშვის მშვიდი ძილის დარღვევის გარეშე. აპარატი იტენება USB კაბელით და სრულად დამუხტვის შემთხვევაში უწყვეტად მუშაობს 2 საათის განმავლობაში. მისი თავაკები ადვილად მაგრდება პროდუქტზე და ბრუნავს, როგორც საათის ისრის მიმართულებით, ისე საწინააღმდეგოდ. წნევის რეგულირებადი სიჩქარე უზრუნველყოფს ფრჩხილების ეფექტურ და მოხერხებულ მოვლას. პროდუქტი განკუთვნილია, როგორც ახალშობილების, ასევე მოზრდილების ფრჩხილის მოვლისთვის. თითოეული თავაკის ასაკთან შესაბამისი ფერი მითითებულია შეფუთვაზე. ქეისი ხელს უწყობს ნაკრების უსაფრთხო შენახვას და კომფორტულს ხდის მის ტრანსპორტირებას.
პროდუქტის გასუფთავებამდე დარწმუნდით, რომ აპარატი გამორთულია. გაწმენდა რეკომენდებულია მშრალი, რბილი ქსოვილით ან ყურის ჩხირით, რათა არ დაზიანდეს ზედაპირი. ნაკრების არც ერთი კომპონენტისთვის არ არის მიზანშეწონილი ქიმიური ხსნარების, წყლის ან აბრაზიული საწმენდის გამოყენება.პირველ გამოყენებამდე აპარატი დატენეთ სრულად, რისთვისაც გამოიყენეთ USB კაბელი. მისი ერთი ბოლო დაუკავშირეთ ფრჩხილის მოვლის აპარატს, ხოლო მეორე კომპიუტერს ან დამტენ ადაპტერს. სანამ აპარატი სრულად დაიტენება შუქი წითელია, დამუხტვის შემდეგ კი ფერს მწვანედ იცვლის.
R1 - სიჩქარე 1 - აპარატი ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით ნაკლები სიმძლავრით
R2 - სიჩქარე 2 - აპარატი ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით მძლავრად
L1 - სიჩქარე 1 - აპარატი ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ნაკლები სიმძლავრით
L2 - სიჩქარე 2 - აპარატი ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მძლავრად
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.