ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
• Greenway, მტვრის საწმენდი ტილო, 1 ც.
• გამოიყენება ქიმიური საშუალებების გარეშე.
• გამოიყენება ზედაპირიდან მტვრის გადასაწმენდად.
• გამოიყენება ლითონსა და პოლირებულ ზედაპირებზე.
• გამოიყენება სველი და მშრალი წმენდისთვის.
• გამოყენების ვადა: მინიმუმ 2 წელი.
• ფერი: ფირუზისფერი.
• რაოდენობა შეფუთვაში: 1 ცალი.
Greenway-ს ტილოს გამოყენება შეგიძლიათ, როგორც მშრალ ასევე სველ მდგომარეობაში. მშრალი ტილო გამოიყენება ზედაპირებიდან მტვერის მოსაშორებლად. სველი წმენდისთვის დაასველეთ ტილო თბილი წყლით, კარგად გაწურეთ და ამოიყვანეთ ლაქები ზედაპირიდან.
იმისთვის, რომ პროდუქტი მინიმუმ 2 წლის განმავლობაში ეფექტურად გამოიყენოთ საჭიროა შემდეგი წესების გათვალისწინება:
1. Greenway-ს ტილოებთან ერთად არ გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები (ფეირი, ჟელე, სიფ-კრემი, დომესტოსი და ა.შ.)
2. მეტი ეფექტურობისთვის, ტილოებთან ერთად შეგიძლიათ გამოყენოთ Greenway-ს BioTrim გამწმენდი პასტა და გამწმენდი ფხვნილი.
3. გამოყენების შემდგომ ტილოები გარეცხეთ Greenway-ს 72%-იანი სარეცხი საპონით, BioTrim სარეცხი ფირფიტებით ან BioTrim გამწმენდი ფხვნილით.
4. პროდუქტები უნდა გააშროთ მზის სხივებისგან მოშორებით, ასევე აკრძალულია მისი გადაფენა გამათბობლებზე და გაუთოვება.
5. იმ შემთხვევაში, თუ შეატყობთ, რომ ეფექტურობა და შეწოვის ძალა დაკარგა ტილოებმა, ჩვეულებრივ წყალში გამოხარშეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ გარეცხეთ სარეცხი საპნით.
ქსოვილის სტრუქტურის წყალობით ზედაპირზე არ ტოვებს ბუსუსებს და ნაკაწრებს. მსუბუქად აშორებს ჭუჭყს, როგორც ლითონის, ასევე პოლირებული ზედაპირებიდან.
გრინვეის ქსოვილები ეკონომიურია, რადგან არ საჭიროებს დამატებით ქიმიური დანამატების გამოყენებას და მოგემსახურებათ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენებთ მას მითითებული გამოყენების წესის შესაბამისად. დაზოგეთ ფული, დრო და ძალისხმევა.