უფასო მიწოდება
•ალაზნის ველი, წითელი ნახევრადტკბილი ღვინო.
•ყურძნის ჯიში: საფერავი.
•ტექნოლოგია: უჟანგავი ფოლადის კასრი.
•ალკოჰოლის შემცველობა: 12%.
•ქვეყანა: საქართველო.
•რეგიონი: კახეთი.
•არომატი: წითელის ხილი, შავი კენკრა.
•გემო: ხავერდოვანი.
•ბოთლის მასალა: შუშა.
•ფერი: მუქი ალუბლისფერი.
•წელი: 2018.
•დაძველება: 18 თვე.
•მოცულობა: 750 მლ.
Georgian Legend-ის ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო „ალაზნის ველს“ აქვს მუქი ალუბლისფერი შეფერილობა, ხასიათდება ხავერდოვანი გემოთი, წითელი ხილისა და შავი კენკრის არომატებითა და დაბალანსებული მჟავიანობით.
შპს „ჯორჯიან ლეჯენდი“ დაარსდა 2011 წელს. ეს არის საოჯახო კომპანია, რომელიც აწარმოებს ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ ღვინოს, ბრენდსა და ჭაჭას. ბრენდის კონცეფცია ეფუძნება უნიკალურ ქართულ ანბანსა და საქართველოს ისტორიას. კომპანიის მისიაა ტრადიციების, კულტურისა და უნიკალური ქართული ანბანის დაცვა და პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში. თავად ღვინო, უძველესი ქართული კულტურის ნაწილია, რადგან მას საქართველოში მეღვინეობის განსხვავებული ტრადიციების ჩამოყალიბების 8000 წლიანი ისტორია აქვს. ვენახების ძირითადი ლოკაციაა გურჯაანის მუნიციპალიტეტი, მუკუზნის მიკროზონა, ასევე ქინძმარაულისა და წინანდლის მიკროზონები. ჯორჯიან ლეჯენდი ფლობს ვენახებს კახეთში, საქართველოს უძველეს და ყველაზე გამორჩეულ მეღვინეობის რეგიონში. ქართული ლეგენდის ღვინოები ჩამოსხმულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.